შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ვენეციის კომისია ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასკვნას არ მოამზადებს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ვენეციის კომისია ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასკვნას არ მოამზადებს.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, ამის მიზეზია ის, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი არ არის.

“ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიაში ევროპული კომისიის რჩევით და თხოვნით გავგზავნეთ. ვამბობდით კიდევაც, რომ ცოტა უცნაური იყო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა. ასეც მოხდა - პასუხად ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, რომ ვინაიდან, ეს სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი არ არის, საკითხზე დასკვნის მომზადებას ისინი ვერ შესძლებენ.

იგივე თხოვნა იყო მოლდოვის მიმართაც, რომელთაც ასევე ვენეციის კომისიაში გააგზავნეს გეგმა. დუბლინში კომუნიკაცია მქონდა კოლეგებთან, მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან და როგორც ჩანს, იქაც ვენეციის კომისიის დასკვნა სამოქმედო გეგმაზე არ იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი ვენეციის კომისიის დასკვნა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც ბიუროს ინიცირებისთვის დღეს წარედგინა. შესაბამისად, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ცვლილებების განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიაში გაგზავნილია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, ანტიკორუფციულ ბიუროსთან, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებული დებულებები. პაპუაშვილის ინფორმაციით, ვენეციის კომისიამ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის მოსამზადებლად მეტი დრო ითხოვა და კომისიის დასკვნა დეკემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო