„ნაციონალური მოძრაობა“ - „ქართული ოცნების“ მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაქსიმალურად შეზღუდვას ემსახურება

„ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაქსიმალურად შეზღუდვას ემსახურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონპროექტი არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებასა და შინაარსს, ამავე დროს, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რადგანაც ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირში ფართოდ დამკვიდრებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის შეგნებულ, გამიზნულ საბოტაჟირებაზე.

პარტიის განცხადებით, ეს კანონპროექტი პირდაპირ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურება, რომლის მთავარი მიზანია საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს მაგივრად, ბელარუსისა და რუსეთის მსგავს ქვეყნად იქცეს, რასაც საქართველოში არსებული თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება არ დაუშვებს!

„ამ ისტორიულ მომენტში, ქართველი ხალხის მთავარი მიზანი და ნებაა საქართველოს სამშვიდობოს გაყვანა, ევროკავშირში გაწევრიანება, დაცული და განვითარებული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი იქნება.

რეჟიმის ინტერესებს მორგებული ვერანაირი მორიგი რუსული, ანტიევროპული და ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ფურცელზე ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რეალურად ხელს ვერ შეუშლის ქართველ ხალხს, გამოხატოს საკუთარი ნება, უთხრას არა რუსეთს, რუსულ მმართველობასა და რუსულ კანონებს. ქართული პატრიოტული საზოგადოება გააგრძელებს საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან ბრძოლას და რუსულ რეჟიმს აუცილებლად დაამარცხებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი