მამუკა მდინარაძე - ვინც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს - ადამიანების აფეთქებას და იმ გეგმას, რომელიც სუს-მა გაამჟღავნა

ვინც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, მხარს უჭერს კარვებში ათობით ადამიანის სიკვდილს - ადამიანების აფეთქებას და იმ გეგმას, რომელიც სუს-მა გაამჟღავნა, - ამის შესახებ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის მტკიცებით, დროებითი კონსტრუქციების დადგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში აიკრძალება, თუ კონკრეტული საფრთხე იარსებებს, რაზეც მტკიცების ტვირთი სამართალდამცველებს ექნებათ.

მისივე თქმით, „სხვა შემთხვევაში არაფერი იკრძალება“.

„სუს-ი ინფორმაციით, ოქტომბერ-დეკემბერში, როცა ერთის მხრივ, კანდიდატის სტატუსის საკითხზე დასკვნა უნდა გახდეს ცნობილი, ხოლო დეკემბერში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ძალადობრივი აქციების ჩატარებასა და ამით ხელისუფლების შეცვლას გეგმავენ. სუს-მა ეს გაახმოვანა და თქვა, რომ ამაში KANVAS-ის წარმომადგენლები არიან ჩართული, იმართება შესაბამისი ტრენინგები და ასე შემდეგ. ალბათ, გუშინდელი ჩანაწერებიც მოისმინეთ - ბავშვთა ონკოლოგიაზე სადმე იყო საუბარი? რევოლუციურ გამოცდილებას უზიარებდნენ? ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილია აქციები. შესაბამისად, ვალდებული ვართ, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე ამის პრევენცია მოვახდინოთ. თუ ამას ეწინააღმდეგები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ თანამზრახველი, თანამონაწილე მოსურვე იმისა, რომ კარვებში ადამიანები ააფეთქონ და ადამიანების გარდაცვალებაზე რევოლუციური გეგმა გავიდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლითაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. შემოდის ახალი ამკრძალავი ნორმები. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო