ხათუნა სამნიძე უმრავლესობას - გახედეთ პარლამენტთან ახალგაზრდებმა, რომლებიც კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ, კარვები ჩაიცვეს - კი არ დადგეს კონსტრუქციები, ჩაიცვეს - გამოხატვის თავისუფლებას ვერ აკრძალავთ შეშინებით

საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც შეგიძლიათ აქციოთ ქვეყნად, სადაც განსხვავებული აზრი ჩახშობილი იქნება, სადაც ახალგაზრდები განსხვავებული აზრის თქმას ან გაპროტესტებას ვერ შეძლებენ. გახედეთ პარლამენტის უკან, სადაც ახალგაზრდები პარლამენტში დღევანდელი ინიციატივის განხილვას აპროტესტებენ, კარვები ჩაიცვეს, კი არ დადგეს კონსტრუქციები, ჩაიცვეს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება ვერ აიკრძალება შეშინებით, ასეთი ინიციატივებით.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სუს-ი არ ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მისი მთავარი მიზანია მმართველი ძალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სუს-ი არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გამგრძელებელი. „ქართული ოცნება“ უკვეთავს, სუს-ი ასრულებს და მერე „ქართული ოცნება“ უკვე აკრძალვებით გვევლინება პარლამენტში, ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით. არცერთ ხელისუფლებას არ უყვარს მიტინგები და არცერთ ხელისუფლებას არ უყვარს აქციები, არავის უყვარს პროტესტი და წინააღმდეგობა, მაგრამ როცა ხელისუფლება არის ევროპული და მიდის ევროპისკენ, ის უძლებს აქციებს, პროტესტებს, მანიფესტაციებს. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი უნდა დაისაჯოს. ასლან აბაშიძემ საზღვარი გაავლო, საკუთარი კონსტიტუცია მიიღო. ხალხი ჩურჩულით საუბრობდა, ისჯებოდა იმის გამო, თუ ვინმე გაბედავდა და გააკრიტიკებდა. ცოტა ხანში არავინ აკრიტიკებდა, თუმცა პროტესტი არსად წასულა. წინა ხელისუფლების დროს აშანტაჟებდნენ ადამიანებს, სახლებში აკითხავდნენ, ყველაფერი ეს ხდებოდა არა იმიტომ, რომ ქვეყანაში წესრიგი ყოფილიყო, როგორც თქვენ გვეუბნებით ამ ტრიბუნიდან, ყველაფერი ხდებოდა იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინათ. ყველა ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სიმკაცრე, დასჯა, ადგილობრივ თვითმმართველობაში უსაფრთხოების სამსახურის ჩართვა, ახალგაზრდების დასჯა, დაშინება, ეს ყველაფერი მათ შეუნარჩუნებს ხელისუფლებას. გადახედეთ ამ წარსულს, ვინმე დარჩა სამუდამოდ ხელისუფლებაში? საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც შეგიძლიათ აქციოთ ქვეყნად, სადაც განსხვავებული აზრი ჩახშობილი იქნება, სადაც ახალგაზრდები განსხვავებული აზრის თქმას ან გაპროტესტებას ვერ შეძლებენ. გახედეთ პარლამენტის უკან, სადაც ახალგაზრდები პარლამენტში დღევანდელი ინიციატივის განხილვას აპროტესტებენ, კარვები ჩაიცვეს, კი არ დადგეს კონსტრუქციები, ჩაიცვეს. გამოხატვის თავისუფლებას ვერ აკრძალავთ ასეთი აკრძალვებით, შეშინებით, ასეთი ინიციატივებით. მოიფიქრებენ წინააღმდეგობის სხვა ფორმებს. რამდენჯერ უნდა შეცვალოთ კანონი, რამდენჯერ უნდა აკრძალოთ? შეაშინოთ? ამას ვერ აკეთებდა ვერცერთი ხელისუფლება და ვერც თქვენი ხელისუფლება გააკეთებს, რაც არ უნდა იმედი გქონდეთ ბიძინა ივანიშვილის მილიონების. აღარ არის ჭარბი ნდობა და ფიქრობთ, რომ ფონს დაშინებით, აკრძალვებით, ახალი კანონპროექტების შემოღებით გახვალთ. არცერთ ხელისუფლებას არ შველის ასეთი ტიპის წინააღმდეგობა საკუთარ ხალხთან. არცერთი ხელისუფლება არ გადარჩენილა, როდესაც ის აღარ უსმენს საკუთარ მოქალაქეს და სჯის მას იმისთვის, რომ თავისუფლება უნდა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო