პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტი თუ გვეთანხმება, რომ ფარცხალაძე რუსეთის ჯაშუშია და  პროკურატურაზე აქვს გავლენა და თუ გვეთანხმება, რომ „კლანი“ მართავს სასამართლოს, სააკაშვილს რატომ არ უშვებს?

პრეზიდენტი თუ გვეთანხმება, რომ ფარცხალაძე რუსეთის ჯაშუშია და პროკურატურაზე აქვს გავლენა და თუ გვეთანხმება, რომ „კლანი“ მართავს სასამართლოს, სააკაშვილს რატომ არ უშვებს? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ ნდობის აღსადგენად საჭიროა, მან ღიად ისაუბროს ბიძინა ივანიშვილსა და არაფორმალურ მმართველობაზე და ასევე მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

„ფაქტია, მოსამართლეები სანქცირებული არიან, თუ სასამართლოს მართლა „კლანი“ მართავს და ეჭვი არ შეაქვს ამაში არავის, ყველა შეთანხმებული ვართ. ასევე ფარცხალაძის პროკურატურაზეც ყველა შეთანხმებული ვართ და გამოდის, რომ ეს პროკურატურა, რომელმაც ბრალი წარუდგინა მიხეილ სააკაშვილს და სასამართლო, რომელიც სააკაშვილს ასამართლებს, სააკაშვილთან დაკავშირებითაა მარტო მართალი და სამართლიანი, ხოლო დანარჩენ ყველა შემთხვევაში არის არაობიექტური.

სწორედ ამას ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორი რამ უნდა გააკეთოს, ჩემში ნდობა რომ მოიპოვოს, (ნდობა მჭირდება იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ რომ დასჭირდება და დამიძახებს, მივიდე და დაველაპარაკო). პირველი, ღიად თქვას, რომ კობახიძე და ღარიბაშვილი არაფერს არ წყვეტენ და სინამდვილეში პრობლემა ივანიშვილია, მარიონეტებზე ყურადღების გადატანა და ივანიშვილი არ ახსენო რას ნიშნავს? უნდა თქვას რას ეუბნებიან დასავლეთში არაფორმალურ მმართველობაზე. არაფერი არ უთქვამს არასდროს. მეორე, თუ გვეთანხმება, რომ ფარცხალაძე რუსეთის ჯაშუშია და პროკურატურაზე აქვს გავლენა და თუ გვეთანხმება, რომ კლანი მართავს სასამართლოს, სააკაშვილს რატომ არ უშვებს? ეს არის კითხვა, ამ ორ საკითხს უპასუხოს და ყველაფერი ლაგდება თავის ადგილზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა