პაატა მანჯგალაძე - რეგლამენტში ცვლილებებს დავარქვათ "კობახიძის მორიგი ოხუნჯობა"

რეგლამენტში ცვლილებებს დავარქვათ "კობახიძის მორიგი ოხუნჯობა" - ევროპა ჩვენგან ელოდება სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ რეფორმებს, კობახიძემ მოიფიქრა რეფორმები, რომ ორი ვიცე-სპიკერი დაამატოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება თანამდებობის პირის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული კენჭისყრის ღიაობის საკითხს, რომელიც ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც ეხება, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გამჭვირვალობა პრობლემა არ არის, თუმცა, ეს ცვლილებები მოწყვლადი დეპუტატების კონტროლის გაძლიერებას ემსახურება.

"არჩევნებზე ადამიანებს ავალებენ, გადაუღონ მათ გაკეთებულ არჩევანს სურათი და გამოიტანონ, პარლამენტის წევრებს ამას ხომ არ ეტყოდნენ? ამ ქმედების ცივილიზებული ვერსიაა ეს ცვლილებები, ტელეფონით გამოტანის ნაცვლად, პირდაპირ იქნება ადამიანების სახელები და გვარები და მათი გადაწყვეტილება ცნობილი.

ამას დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა, ხუმრობა, რადგან მაშინ, როცა ევროპა ჩვენგან ელოდება სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ რეფორმებს, კობახიძემ მოიფიქრა რეფორმები, რომ ორი ვიცე-სპიკერი დაამატოს (პარლამენტში), ხმის მიცემა გამჭვირვალე გახადა და ეს ყოფილა თურმე საქართველოს ამოცანა. მე პირადად გამჭვირვალობაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ, ისედაც ვამბობდი, რას ვუჭერდი მხარს და რას არა, მაგრამ არიან მოწყვლადი დეპუტატები შანტაჟის და მოსყიდვის მიმართ, ამ ხალხის თავისუფლება იზღუდება, თორემ პაატა მანჯგალაძე გამჭვირვალე იქნება, ნახევრად გამჭვირვალე თუ სიფრიფანა, ამით არაფერი იცვლება ჩემთვის. მთელი მსოფლიო ელოდება რეფორმებს და "ქართულმა ოცნებამ" წინა კვირას გვითხრა, სერგო ჩიხლაძე რომ ეწერებოდა ხოლმე ხანდახან ჟურნალისტებს, ესაა პრობლემაო, მეორე პრობლემა თურმე ის ყოფილა, რომ ორი დამატებით ვიცე- სპიკერი არ გვყავს და ის, რომ პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა კობახიძეს რამე არ გამორჩეს შემთხვევით პარლამენტში,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას, რომ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი აქვს სავაჭრო, საერთო ბიზნესინტერესებიც აქვთ და იმპიჩმენტთან დაკავშირებით ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანჯგალაძის თქმით, ეს განცხადებები ამ პარტიისთვის ამომრჩეველთა ნიშის შექმნას ემსახურება.

"მეტი რა უნდა თქვას ბუჩუკურმა, როგორ გამოკვეთოს თავის ნიშა? წამოსულია "ქოცებიდან", "ქოცი" არ ენდობა. მოდის ოპოზიციაში და ისინიც არ ენდობიან და რაღაც ხომ უნდა თქვას?!"- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა