შალვა პაპუაშვილი - რეგლამენტში ცვლილებები ნოემბრის ბოლოს მოხდება - რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ის ოქტომბერშივე დასრულდება, ამიტომ ამასთან არანაირი კავშირი არა აქვს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ფარული კენჭისყრის გაუქმების და თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და გადაყენების ინიციატივას არსებული წესის „უსისტემობით“ ხსნის.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ღია კენჭისყრა საქართველოს პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის.

მედიით ფარულ კენჭისყრებთან დაკავშირებით ხაზი გაესვა, თითქოს ეს იმპიჩმენტის პროცედურასთან არის დაკავშირებული. ვიტყვი, რომ პროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. შესაბამისად ცვლილების მიღება ნოემბრის ბოლოს მოხდება, რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ის ვადებშია გაწერილი და ოქტომბერშივე დასრულდება - ამიტომ ამასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

„პრაქტიკის შესწავლამ გვაჩვენა, რომ არის გარკვეული თანამდებობები, სადაც ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით ხდება და ზოგზე - ღია კენჭისყრით ხდება. ეს არის ძალიან უსისტემო. მაგალითად, „საქსტატის“ საბჭოს წევრის არჩევა, საპენსიო ფონდის წევრის არჩევა ფარული კენჭისყრით ხდება, მაშინ როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით. საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლის არჩევა ხდება - ფარულით, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით ანუ ამაში აზრი ჩადებული არ არის. საუბარია თითქოს ეს (ფარული კენჭისყრა) არის დეპუტატის დაცვა, მაგრამ რა დაცვა სჭირდება საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლის თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის დროს... ეს რეგლამენტში გარკვეული უსისტემობა იყო და შინაარსშიც ჩანდა, რომ შემთხვევით იყო ზოგან ფარული და ზოგან ღია, ამიტომ მეც, როგორც თანაინიციატორი ამ ცვლილებისა, ავიღეთ პრინციპად - ის, რაც კონსტიტუციაშია ფარული კენჭისყრით, დარჩეს ფარულად, კერძოდ, ეს გახლავს ერთად ერთი შემთხვევა - პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, სხვა დანარჩენი იქნება ღია კენჭისყრა.

ასე რომ, რაც აქამდე იყო ფარული კენჭისყრით, ახლა იქნება ღია კენჭისყრა - ეს პირიქით, უფრო გამჭვირვალეს გახდის გადაწყვეტილების მიღების პროცესს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც „ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა