შალვა პაპუაშვილი - საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს სრული ნდობა აქვთ - ჩვენი განსაკუთრებულობა სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარეა, რასაც წლებია საქართველო მეზობლების მიმართ ატარებს

,საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს სრული ნდობა აქვთ. ჩვენი განსაკუთრებულობა სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარეა, რასაც წლების განმავლობაში საქართველო მეზობლების მიმართ ატარებს,’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნდობა, რომელიც საქართველოს მიმართ რეგიონში არსებობს, მნიშვნელოვანია.

,,ეს ნდობა არის, რასაც ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანში ვთავაზობდით, რათა საერთო რეგიონული ნდობა ჩამოყალიბდეს. ამის კარგი გამოცდილებაც არსებობს, მათ შორის საქართველოს პრემიერის მონაწილეობით იყო შეთანხმება, როცა სამხედრო ტყვეები იყო გაცვლილი ნაღმების რუკების სანაცვლოდ. ეს კარგი გამოცდილება გამოსაყენებელია, მათ შორის, ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც ყოველთვის ვთავაზობთ, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, გამოიყენონ. ჩვენ სხვა ქვეყნებისგან გაძლიერება გვჭირდება იმისთვის, რომ ეს როლი ეფექტიანად შესრულდეს. რა თქმა უნდა, ტენდენცია, რომ მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა ძალიან გაზრდილია, აჩვენებს, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ეს არის, რაზეც ყოველდღე ვმუშაობთ. მათ შორის, აჩვენებს არა მხოლოდ ვიზიტებით, არამედ ერთობლივი პროექტებით, რომელიც ხორციელდება. ეს განსაკუთრებული პატივისცემა, რომელიც არსებობს ხელისუფლებებს შორის არის განსაკუთრებული მიღწევაა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის