პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, ელექტრონული აპარატების პრეზენტაცია პარლამენტში გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ თუ როგორ მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიები და როგორ ჩატარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის მორიგი არჩევნები.

ცესკო-ს ინფორმაციით, დღესვე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და პარლამეტის წარმომადგენლებმა პრაქტიკაში გამოცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და ცესკოს თავმჯდომარემ ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა კითხვებს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საჯარო უწყებებისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საკანონმდებლო ორგანოდან დაიწყო, ვინაიდან სწორედ ეს უწყება არის საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის, ტექნოლოგიური ინტერვენციის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება, ყველა იმ სიახლის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს და განახორციელებს. აღსანიშნავია, ის რომ 2024 წლის ოქტომბრის თვეში გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა 90%-ს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ის სერვისი, რასაც ჰქვია ამომრჩეველთა რეგისტრაცია შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტებით და საარჩევნო ბიულეტენების მოთავსება ხმების მთვლელ აპარატში. ორივე ერთად, კომბინირებულად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაზღვეული იყოს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები და მინიმუმამდე იყოს ისინი დაყვანილი, გამარტივდეს კენჭისყრის პროცესი, პასუხი გაეცეს ყველა იმ წუხილსა თუ მანიპულაციას, რომლებიც წინა წლებთან მიმართებაში არსებობდა - შედეგების სიზუსტესთან, წინასწარი შედეგებისა და მონაცემების მოკლე დროში გამოქვეყნებასთან მიმართებაში და ა.შ. რათა ერთობლივი ძალისხმევით ჩართულ მხარეებთან ერთად, უზრუნველვყოთ 2024 წელს და ყველა შემდგომი არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

საარჩევნო რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის და მათ შევთავაზეთ, რომ პარლამენტი ყოფილიყო პირველი ადგილი, სადაც ეს კამპანია დაიწყებოდა, როგორც ადგილი, სადაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიის დანერგვისა. იცით, რომ ერთი მხრივ ეს დიდი მუშაობის შედეგი იყო. ამავე დროს იყო საკითხი, რამდენად შეძლებდა ცესკო, რომ აეწია ეს ტვირთი და ჩვენ ვნახეთ რომ საბედნიეროდ, ბევრი პილოტი, რომელიც ჩატარდა იყო ძალიან წარმატებული და ასევე ვნახეთ, რომ ჩვენი ოპტიმისტური გათვლები დადასტურდა, 90% ამომრჩევლებისა 2024 წელს შეძლებს, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიებით გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ვინაიდან ყველანაირ სპეკულაციას, მოუღებს ბოლოს, რომელიც რადიკალური ჯგუფებიდან არჩევნებთან დაკავშირებით მოდიოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება.

„ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ პროცესის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებაა. სწორედ ამიტომ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უკვე დაწყებულია.

ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, სავაჭრო ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში - მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. უკვე მომზადდა და საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში. დარიგდება საინფორმაციო ბროშურები. ამომრჩეველთა ინფორმირება იქნება ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამ მიზნით შესაბამის პირებს უკვე გავლილი აქვთ რამდენიმე ეტაპიანი გადამზადება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა