სოზარ სუბარი - თუ სახელმწიფო სკოლაში მოსწავლის დაფინანსების ვაუჩერი გაიზარდა და 600 ლარია, საპატრიარქოს სკოლებში არის ამის ნახევარი - 300 ლარი, რაც სასურველია გათანაბრდეს

თუ სახელმწიფო სკოლაში მოსწავლის დაფინანსების ვაუჩერი გაიზარდა და 600 ლარია, საპატრიარქოს სკოლებში ამის ნახევარი - 300 ლარია, რაც სასურველია, გათანაბრდეს - უბრალოდ, განათლების ბიუჯეტის ფარგლებში რომ მოიძებნოს ეს დაფინანსება, რომ ამ სკოლებში ვაუჩერი ბავშვს იმდენივე მიეცეს, რაც ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში აქვთ. მგონი, ამის გაკეთება სახელმწიფოს ვალდებულებაც და მოვალეობაცაა, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპატრიარქოს სკოლებზე საუბრისას განაცხადა.

სუბარის თქმით, სახელმწიფო სკოლებში ბავშვის დაფინანსების ვაუჩერი ორჯერ მეტია, ვიდრე საპატრიარქოს სკოლებში და სასურველია, რომ ეს თანხა გათანაბრდეს.

“შევეჩვიეთ, რომ ამერიკულიდან რომ კანონს ვთარგმნით, რომელიც ამერიკაშივე წარმატებით მოქმედებს, „რუსული კანონია“; შევეჩვიეთ იმასაც, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თუ ახსენებ, რუსი ხარ და ქართულ ოპოზიციას წითელი თვალები ენთება. ახლაც მიცემ სალაპარაკოს. გავაგრძელებ იმ თემას, რაც რამდენიმე დღის წინ პარლამენტში, ბიუჯეტის შესწორების დროს ვილაპარაკეთ - შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას. მაშინაც ვთქვი, რომ ეს 25 მილიონი მთლიანად მიემართება სკოლებისა და განათლების სფეროს დაფინანსებაზე. საპატრიარქოს ამ წუთში 38 საშუალო სკოლა აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, საიდანაც მხოლოდ ხუთია თბილისში, დანარჩენები რეგიონებშია. კარგი სკოლებია, ზოგიერთში პირადად ვარ ნამყოფი. მშობლები და ბავშვები კმაყოფილები არიან. ისეთივე პროგრამა აქვთ, რაც სახელმწიფო სკოლებს. სერტიფიცირება და ავტორიზაცია გავლილი აქვთ.

რა განსხვავებაც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი საჯარო სკოლებისგან ასეთ სკოლებში, სწორედ იმის გამო დაჰყავთ მშობლებს ბავშვები იქ, თუმცა, ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება, პირიქით, სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფოს პრიორიტეტებთან. ამ სკოლებს დაფინანსება განსხვავებული აქვთ. ეს არ არის კერძო, კომერციული სკოლები, ესენი არიან ააიპ-ები, მაგრამ ბავშვის დაფინანსების ვაუჩერი თუ სახელმწიფო სკოლაში გაიზარდა და 600 ლარია (თუ არ ვცდები), ამ სკოლებში არის ამის ნახევარი - 300 ლარი. მარტო პატრიოტიზმით მასწავლებლები ვეღარ დადიან და ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება გადინება.

უბრალოდ, განათლების ბიუჯეტის ფარგლებში რომ მოიძებნოს ეს დაფინანსება, რომ ამ სკოლებში ვაუჩერი ბავშვს მიეცეს იმდენივე, რაც ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში აქვთ. მგონი, ამის გაკეთება სახელმწიფოს ვალდებულებაც და მოვალეობაცაა. ეს სკოლები რომ არ არსებობდეს სასულიერო რომ არ იყოს, პირდაპირ იგივე დაუჯდებოდა სახელმწიფოს. ანუ, რამე განსაკუთრებულს კი არ ვითხოვთ, რომ არარსებული ფული საიდანმე მოვიტანოთ, არამედ ეს გათანაბრება მოხდეს. აღარაფერს ვამბობ სასულიერო უნივერსიტეტზე, აკადემიაზე და ა.შ. იქ ისეთი პროფესორები და მასწავლებლები მასწავლიდნენ პირადად მე, როცა იქ ვიყავი - ზურაბ კიკნაძე, ზურაბ სარჯველაძე, მარიკა ლორთქიფანიძე, დამანა მელიქიშვილი და ა.შ., რომ უფრო მაღალი დონის პროფესურა საქართველოში ძნელი წარმოსადგენია. იქაც, პრაქტიკულად, ძალიან დაბალი ხელფასებია სხვა სასწავლებლებთან შედარებით, მაგრამ ამ წუთში, იქნებ იმ 38 საშუალო სკოლის ვაუჩერის პრობლემა გადავწყვიტოთ,” - განაცხადა სუბარმა, რომელის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა