ილია დარჩიაშვილმა გერტ იან კოპმანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, გერტ იან კოპმანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.

"მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციები, ასევე შეაჯერეს ა.წ. სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში თბილისსა და ბრიუსელში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრების შედეგები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავაც განაგრძობენ აქტიურ კონსულტაციებს, რათა საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად აისახოს ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება ე.წ. „გაფართოების პაკეტის" ფარგლებში", - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა