მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიის ფარგლებში შესრულდა უნგრეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

ორბანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში მათი პირისპირ შეხვედრა შედგება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად გუშინ ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო დახვდნენ.

ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გარდა ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრისა, ხვალ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგება, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ხვალვე დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების მიერ ერთობლივი განცხადების გაკეთება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის