ილია დარჩიაშვილი - ისრაელიდან ფრენები არის, მაქსიმალურად ვცდილობთ, ვისაც საქართველოში დაბრუნება სურს, ბილეთები შეუფერხებლად შეიძინონ - თუ გამოუვალ სიტუაციაში არიან, მოქალაქეებს სასტუმროებითაც უზრუნველვყოფთ

სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის, ჩვენ კი ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს - ამ ფრენებით ისარგებლა დაახლოებით, 3 ათასამდე ადამიანმა, რომლებიც ისრაელიდან საქართველოში ჩამოფრინდნენ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ არის საჭირო რომ ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სპეცრეისები დაინიშნოს.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ისრაელში მყოფ მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა და მათ როგორც ადგილზე პრობლემის მოგვარებაში, ისე ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში.

“ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენს საელჩოს რამდენიმე ცხელი ხაზი აქვს გახსნილი. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოქალაქეებთან. არიან განსაკუთრებული ჯგუფები, მაგალითად, ბავშვები, რომლებიც სამკურნალოდ იყვნენ ისრაელში ჩასულები და ჩვენ მათ მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რათა დროულად მოხდეს ან სხვა ლოკაციაზე გადაყვანა, ან საქართველოში დაბრუნება. ამის კარგი პრეცედენტები უკვე გვაქვს. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებას. ვეხმარებით ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში. დღეს, მაგალითად, 4 ფრენაა დაგეგმილი და სწორედ ამ კომერციული ფრენებით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. მესმის, რომ შეიძლება ერთდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ერთ კონკრეტულ ფრენაზე ბილეთის შეძენა, მაგრამ ფრენები არის. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებსა და ავიაკომპანიებს შორის ბარიერები არ იყოს და მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეიძინონ ბილეთები. ვაგრძელებთ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროებითაც უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს თუ გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქე, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდა, შეძლებს და დაბრუნდება სამშობლოში”,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ ისრაელში ოჯახთან ერთად მყოფი ზოგიერთი მოქალაქე ფინანსური შესაძლებლობის გამო ბილეთებს ვერ ყიდულობს, დარჩიაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეების მხრიდან თხოვნა ძირითადად იმას ეხება, რომ ბილეთები კონკრეტულ, სასურველ რეისზე შეიძინონ.

“ძირითადი თხოვნა, რაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან შემოდის ისაა, რომ მათ კონკრეტულ ფრენაზე სჭირდებათ ბილეთების შეძენა. არის კომუნიკაციების ბარიერები ავიაკომპანიებთან და ვეხმარებით იმაში, რომ პირველი: პრობლემები ადგილზე გადავუწყვიტოთ; მეორე: დავეხმაროთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში და მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. ახლო კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქეებთან და ვეცდებით, თითოეულ მოქალაქეს შევუწყოთ ხელი რომ სამშობლოში დაბრუნდნენ”,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა