ელენე ხოშტარია - ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა

პარტია „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნა, რუსეთის მხრიდან „საქართველოს ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა“.

მისივე თქმით, შავ ზღვაში უნდა იყოს ანაკლიის პორტი და არა რუსეთის სამხედრო ბაზა.

„ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა, ეს რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა. იმიტომ, რომ ვხედავთ, შავ ზღვაში ბევრი ცვლილებაა. რუსეთი უთუოდ დამარცხება, მათ შორის, შავ ზღვაში, უკრაინის მხრიდან. შესაბამისად, ასეთი მოლაპარაკებები დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ტერიტორიებისთვის. პრობლემა ისაა, რომ „ქართული ოცნება” უნისონში უმეტეს საკითხებზე, რუსეთთან ერთად საუბრობს, ოკუპირებული რეგიონის რეჟიმებთან ერთად. ერთია, რომ რუსეთმა წამოიწყო ეს, მაგრამ მეორეა, რომ პროცესს ხელს უწყობს „ქართული ოცნების” პოლიტიკა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შავ ზღვაში იყოს ანაკლია და არა რუსეთის პორტი”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, მან პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა ევროპულ დღის წესრიგს ზიანი მიაყენა, რადგან მისი შინაარსი ევროპული ვიზიტები იყო.

„ძალიან მიჭირს ხოლმე რაღაც, ფარულ დღის წესრიგებზე მსჯელობა. ფაქტია, რომ ამ პროცესმა ევროპულ დღის წესრიგს ზიანი მიაყენა, იმიტომ, რომ მისი შინაარსი ევროპაში ვიზიტები იყო, ქვეყნისთვის სასარგებლო ვიზიტები. მეორე, ურთიერთობები და ზოგადად, სისტემა იმდენად არაგამჭვირვალეა, რომ არ ვიცი ამის უკან რა დგას. მესამე, იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტში ეს არ მოხდება, თუმცა ამ უკანონო სისტემაში გამორიცხული არაფერია. ამიტომ, თვალყური უნდა მივადევნოთ. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება” ცდილობს, საინფორმაციო სივრცეც, ზოგადად, ევროპული დღის წესრიგიც, ისეთი საკითხებით შეავსოს, რომლებიც ქვეყანას აზიანებს. ხან იმპიჩმენტი, ხან მოსამართლეებზე არასწორი გადაწყვეტილებები. ამიტომ, ჩვენი დღის წესრიგისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რასაც Mona.ge-ს რეესტრის ჩაშვება ემსახურება - სისტემა თავის მართლების პროცესში იყოს",- განაცხადა ხოშტარიამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა