შოთა შალელაშვილი - ისრაელი არ ელოდა ასეთი უსასტიკესი ფორმით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასა და გენოციდს

ამჟამად, ისრაელის სამხედროები ემზადებიან ღაზაში შესაძლო ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის, რომელშიც ქვეითი და არტილერია უფრო აქტიურად იქნება ჩართული, ისინი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ქუჩის ბრძოლებსა და სამხედრო ოპერაციებში, - ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შოთა შალელაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ისრაელი ასეთი უსასტიკესი ფორმით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასა და გენოციდს არ ელოდა.

„სტრატეგიულად, ისრაელი არ ელოდა, მიუხედავად მისი მაღალი ტექნოლოგიისა, თანამედროვე იარაღისა, ჯაშუშური პროგრამისა და ცნობილი დაზვერვისა, ასეთი უსასტიკესი ფორმით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასა და გენოციდს. 2023 წლის 7 ოქტომბრამდე ისრაელის ოფიციალურ პირებს უმეტესწილად სჯეროდათ, რომ ვინაიდან ისრაელი ხელს უწყობს ღაზას სექტორის ეკონომიკის განვითარებას, "ჰამასის" ლიდერები ვერ/არ გაბედავდნენ, საზღვრის დარღვევისა და ისრაელზე თავდასხმის ბრძანების მიცემას. ისრაელს დიდი ხანია გეზი აღებული აქვს ტექნოლოგიური უპირატესობისკენ, ითვლება, რომ ისრაელს ბირთვული იარაღი ჰქონდა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, ხოლო სამხედროები ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყურადღებას ამახვილებდნენ დაზვერვის, საავიაციო და თავდაცვის სისტემების განვითარებაზე. იმიტომ რომ ტერორისტებთან ბრძოლებში, ყველაზე ძლიერი ბომბებისა და არტილერიის შესაძლებლობებიც არ არის შეუზღუდავი. ისრაელის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე არ იყო სახმელეთო შეჭრა, როგორც ეს იყო არაბულ სახელმწიფოებთან (იორდანია და ეგვიპტე) წინა ომებში, რომელთანაც ისრაელმა შემდგომში ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებებს, მაგრამ არატრადიციული საფრთხეები–სარაკეტო თავდასხმები, არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფების ტერორისტების თავდასხმები, როგორიცაა "ჰამასი"და "ჰეზბოლა". ამიტომ, ამ ორგანიზაციების საფრთხის, ასევე ირანის სარაკეტო არსენალის ზრდის ფონზე, ისრაელის სამხედროებმა ინვესტიცია განახორციელეს კომპიუტერული ტექნოლოგიების, თავდაცვისუნარიანობისა და დაზვერვის განვითარებაში. 2011 წელს, რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა, რათა დაეცვა ტაქტიკური მოკლე რადიუსის რაკეტებისგან. ისრაელის შეიარაღებული ძალები ასევე აფინანსებენ გაზრდილი დიაპაზონის ოპერატიული და ტაქტიკური რაკეტებისგან დაცვის სისტემების განვითარებას. თუმცა, 2014 წელს ტერორისტები ისრაელის ტერიტორიაზე შევიდნენ მიწის ქვეშ გათხრილი გვირაბების მეშვეობით. 50-დღიანი ბრძოლის დროს ისრაელმა ჩაატარა სახმელეთო ოპერაციები ღაზაში, რათა გაენადგურებინა გვირაბების ეს ქსელი. ამის საპასუხოდ, ისრაელის სამხედროებმა კვლავ მიმართეს ტექნოლოგიას და დაიწყეს სისტემის შემუშავება, ასეთი გვირაბების გამოსავლენად და შემდეგ საზღვრის გასწვრივ ბარიერების სისტემა შემოიღეს. სამხედრო შემდგომმა ხელმძღვანელებმა ყურადღება გაამახვილეს ტექნოლოგიების განვითარებაზე, მათ შორის ინტელექტუალურ საკითხებზე, რამაც ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ძალები შეასუსტა” მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები ეყრდნობოდნენ მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, „ჰამასმა“, რომელიც ათ წელზე მეტია აკონტროლებს ღაზას სექტორს, ააშენა მიწისქვეშა ბაზების მთელი ქსელი, რათა ისინი გამოიყენონ როგორც ოპერატიული კონტროლის ცენტრები მომავალ შეიარაღებულ კონფლიქტებში, სწორედ ეგ მიწისქვეშა ბაზებია დღეს, ისრაელისათვის პირველი ნომერი საკითხი, რომელიც, მიუხედავად იმისა, როგორი რთული არ უნდა იყოს ამ ოპერაციის ჩატარება, ისეთ მჭიდრო დასახლებაში როგორიცაა ღაზის სექტორი, ეს ფასი უნდა იქნეს გაღებული“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

ინფორმაციას პარტია „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს