ილია დარჩიაშვილი - ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს

დღეს მქონდა შესაძლებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმეღო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი დანიგენი, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. დავგეგმეთ ძალიან აქტიური და დინამიკური ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაახლოოთ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში აშშ-ს ახლად დანიშნულ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა არის ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტი. გამოვხატეთ მზაობა, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ აქტიურად რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გავხადოთ აქტუალური", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ქალბატონი ელჩის ძალისხმევა, მისი პერსონალური ჩართულობა ამ ურთიერთობების გაღრმავების პროცესში მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს", - აღნიშნა საქართველოს პირველმა დიპლომატმა.

თავის მხრივ, აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგენმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით.

„ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის წარმოვადგენდე პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. მადლიერი ვარ, რომ მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენის რწმუნებათა სიგელების ასლების გადასაცემად. მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით", - განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან და აღნიშნა, რომ ამ გზაზე აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ისრაელის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აშშ და საქართველო ერთად დგას და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის." - განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის