საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღეს ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარია გაბრიელთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

„ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.

საუბარი შეეხება საქართველოს პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

დღესვე ილია დარჩიაშვილი სოფიას ტექნოლოგიების ინსტიტუტს ეწვევა“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ