ირაკლი კობახიძე - ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ ჩვენ ვცდილობთ მეტი ხმის მიღწევას, ცალკე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი - დარწმუნებული ვარ, კენჭისყრისას ტაბლოზე 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება

ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, კულუარებში მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი - არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს, რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და დარწმუნებული ვარ, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს, რომ „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზებას ცდილობს.

„დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა - უნდათ, თქვან, რომ ჩვენ ხმების მობილიზებას ვცდილობთ, გამოჩნდება, რომ იქ 89 თუ 88 ხმა იქნება და მერე იტყვიან, ვერ მოახერხესო. ეს ყველაფერი მარტივი სპეკულაციაა. სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, როდესაც კენჭისყრა დასრულება, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება ტაბლოზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს ვერ შეელევა, რადგან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის მისი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„მარტივი სპეკულაციაა, რასაც მათგან ვართ მიჩვეული - უნდათ, თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სინამდვილეში, თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, საარჩევნოდ ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე, არჩევნების შემდეგაც. იციან, რომ არჩევნებს წააგებენ, ელოდებიან, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ საუბარი, რომ გაყალბდა, სჭირდებათ პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამიტომ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ შეელევა ამ 1 წლის განმავლობაში ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს, დარჩებიან ალიანსში და პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვებენ ადამიანს, რომელსაც უწოდებდნენ ჯაშუშს და რეზიდენტს. მათ მყარი ალიანსი აქვთ, საერთო პატრონი ჰყავთ. სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული რწმენა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო