სალომე ზურაბიშვილი - ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის

ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„ელჩ ჰადას მეიცადს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ისრაელისადმი საქართველოს ურყევი მხარდაჭერა.

პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისთვის წერილი გადავეცი, რომელიც გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს ბოლო მოვლენების გამო.

ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის. თქვენ უდავოდ გაიმარჯვებთ!” - წერს ზურაბიშვილი.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა