იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებაზე“ - მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო, წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ - ეს ყველაფერი მგონი, პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო

წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ - ეს ყველაფერი მგონი, პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილთან გამიჯვნას თამაშობს, რათა მისი მეშვეობით, დაკარგული პროდასავლური ელექტორატი დაიბრუნოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სიურპრიზების მოლოდინი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ იქ „ქართული ოცნება“ ტრიუმფალურ გამარჯვებას მოიპოვებს. რაც შეეხება პარლამენტში პროცესის გაგრძელებას, რაღაც არ ეტყობათ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდათ, მგონი ეს ყველაფერი პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო, რომ პრეზიდენტი ე.წ. ოპოზიციურ მოედანზე გადააგდონ და ამით ე.წ. პროდასავლური ხმები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელიდან გაუვარდა, ზურაბიშვილის მეშვეობით უკან დაიბრუნონ. მე მგონია, ეს არის ამ კამპანიის მიზეზი, რომელიც ასე მდორედ მიმდინარეობს, თორემ აქამდე მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო. „ქართულ ოცნებას" რომ იმპიჩმენტი უნდოდეს, იმდენი ადამიანი მეგულება ოპოზიციაში, ოდნავ მატერიალურად რომ წახმარებოდნენ, მზად იყვნენ და შეუძლებელია ეს არ მოგვარებულიყო, მაგრამ ამისთვის არ იბრძვიან, წუწკად იქცევიან და შესაბამისად, არც სურვილი აქვთ იმპიჩმენტის,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ