ნიკა სიმონიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი თავად პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებაა - რატომ არ მისცა მთავრობამ ვიზიტებზე თანხმობა სალომე ზურაბიშვილს, ეს არის პირველი კითხვა

არ გამოვრიცხავ, რომ 6 ხმა საკონსტიტუციო სასამართლოში მოგროვდეს და ითქვას, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტის მხრიდან ნამდვილად დაირღვა - ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომლებიც შეასრულებენ „ქართული ოცნების“ დაკვეთას, თუმცა არიან მოსამართლეები, რომელთა ობიექტურობასა და მაღალ პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, გადაწყვეტილებას ნამდვილად თავისი შინაგანი რწმენით მიიღებენ, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორ დამთავრდება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და არა იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

„პოლიტიკურ ნაწილს უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ამ პროცესების შეფასებისას, როგორ დაიწყო და როგორ დასრულდება პროცესი პარლამენტში, ვიდრე მის სამართლებრივ შეფასებას საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან...

მე, როგორც იურისტი ვამბობ, რომ ეს არ იყო კონსტიტუციის დარღვევა და ამ პოზიციაზე ვრჩები, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომც მიიღოს დადებითი დასკვნა, აქ მნიშვნელოვანია უფრო მეტად ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხზე საერთოდ პოლიტიკური პროცესი დაიწყო. ამას ჰქონდა უფრო დიდი პოლიტიკური რეზონანსი და როგორ დამთავრდება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და არა იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

ფაქტია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ ვერ აპელირებს იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა. დადასტურებული ფაქტია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეს ყველაფერი (მისი ვიზიტები საზღვარგარეთ) დადებითად შეაფასეს, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი შეუშალა ამ პროცესებს. საერთოდ, რატომ არ მისცა თანხმობა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტს, რა თქმა უნდა, ეს არის პირველი კითხვა, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ისმის. ისინი ფიქრობენ, რომ თანხმობა უნდა მიეცა სალომე ზურაბიშვილისთვის მთავრობას. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გამო იწყებს იმპიჩმენტის პროცესს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი დგას ევროინტეგრაციის ინტერესების მხარეს და „ქართული ოცნება“ ამას პირდაპირ დაუპირისპირდა. არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი ერთხელაც ადგეს, პირობითად, სირიაში წავიდეს და სირიის რეჟიმს მხარი დაუჭიროს, უბრალოდ არ გამოდგება, იმიტომ, რომ აქ ყოველ კონკრეტულ ვიზიტს აქვს მნიშვნელობა და არის შესაფასებელი კონკრეტული ვიზიტიდან გამომდინარე, რა ნაბიჯები გადადგა კონკრეტულად პრეზიდენტმა“, - აღნიშნა სიმონიშვილმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის არა ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ, არამედ მიმართულია 12 პუნქტამდე არსებული სტატუს კვოს ან შენარჩუნების ან უფრო მეტად გაუარესებისკენ.

„მე იმ ახსნას ვერ ვუერთდები, რასაც ზოგადად „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ამ ვიზიტებით მთავრობასთან შეუთანხმებლად ზიანს აყენებდა ევროინტეგრაციის ინტერესებს. ჩემი ვერსია უფრო უკავშირდება 12 პუნქტის შეუსრულებლობის საკითხს და იმ საკითხს, რომ 9 პუნქტი 12-დან ქვეყანას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია. ამაზე ძალიან მკაცრ პოზიციებს ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან. თუნდაც რამდენიმე დღის წინ მიღებული დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებთან მიმართებით, ზოგადად სასამართლოში განუხორციელებელ რეფორმასთან მიმართებით, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებთან მიმართებით, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად არ გაუტარებია. აი, მედიასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი, რასაც აინიცირებენ, ისიც კი, რაც მედიასთან მიმართებით რაღაც ნაწილობრივ შესრულებული იყო და პოზიტიურად მიჩნეული იყო, აი, ამასაც აუარესებენ ამ ე.წ. სიძულვილის ენის კანონპროექტით, ანუ ფაქტობრივად იგივე ნიშნულს უბრუნდებიან, რაც 12 პუნქტის შესრულების დაწყებამდე იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების ნაბიჯები არის არა 12 პუნქტის შესრულებისკენ, არამედ მიმართულია 12 პუნქტამდე არსებული სტატუს კვოს ან შენარჩუნების ან უფრო მეტად გაუარესებისკენ“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა