ბადრი ჯაფარიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ ნების ბრმად აღმსრულებელი

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ ნების ბრმად აღმსრულებელი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა.

„რუსული დავალებების შემსრულებელი „ქართული ოცნება“ კვლავ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის პუტინის ინსტრუქციებს ეფუძნება. ცხადია, რომ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება სწორედ იყო ნაკარნახევი რუსეთის მხრიდან და ამიტომაც, შესაბამისად, ამოცანა იყო და არის „ქართული ოცნების“, რომ ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც დღემდე ინარჩუნებდა და ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მოახდინონ ამ ინსტიტუციისთვის დიდი დარტყმის მიყენება. რა თქმა უნდა, სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა, კერძოდ კი კობახიძემ, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ამ შემთხვევაში, კვლავ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ ნების ბრმად აღმსრულებელი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ეს მცდელობა გამომდინარე რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებისგან ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილს იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან და ხელი შეუშალოს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამას ემსახურება მთელი ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც დღეს გაახმოვანა, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა