შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუკი პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ სხდომაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს, მას პარლამენტი ამის შესაძლებლობას მისცემს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას განიხილავს და კენჭისყრაზე გაიტანს.

ხვალვე ჯერ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი პლენარულ სხდომას წარედგინება დადგენილება - საკითხის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკის შესახებ.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, რეგლამენტის თანახმად, თანამდებობის პირი, ვისი იმპიჩმენტის საკითხიც დგას, პარლამენტის მოწვევით შეიძლება განხილვაში მონაწილეობდეს. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის აპარატს დაუკავშირდება და თუ მას პლენარულ სხდომაში მონაწილეობის სურვილი ექნება, ამის მიხედვით იმოქმედებენ.

„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია პარლამენტში ოფიციალურად შემოვა, საკითხის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკი უნდა შედგეს. ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება და ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოვადგენთ, რომელშიც განხილვის გრაფიკი იქნება. პარლამენტს შეტყობინების მიღებიდან ორი კვირა აქვს, რათა საკითხი განიხილოს და კენჭი უყაროს. ვინაიდან მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, აჯობებს საკითხი მიმდინარე კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა