ირაკლი კობახიძე - თუ სამ მოსამართლეს თავის განსხვავებულ აზრში უწერია ის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, გამოდის, რომ ისინი ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდებიან

თუ ამ სამ მოსამართლეს თავის განსხვავებულ აზრში უწერია ის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, გამოდის, რომ ისინი ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს წარმოუდგენელი რამაა, „რაც არ მინდა უბრალოდ, რომ დავუშვა“.

„თუ ამ სამ მოსამართლეს თავის განსხვავებულ აზრში უწერია ის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, გამოდის, რომ ისინი ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდებიან. ეს, ასე ვთქვათ წარმოუდგენელი რამაა, რაც არ მინდა უბრალოდ, რომ დავუშვა. არ მინდა დავუშვა ის, რომ ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად იწოდებიან, ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს, საპარლამენტო მმართველობის სისტემას დაუპირისპირდნენ, ეს იქნებოდა დანაშაულებრივი ქმედება, არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას. შეიძლება, მაინც და მაინც, სისხლის სამართალი არ ვიგულისხმო ან ვიგულისხმო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ მათ თუ ასეთი რამ დაწერეს, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ერთგვარი დანაშაულებრივი ქმედება იმიტომ, რომ ეს იქნებოდა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე იცოდა თუ არა, ირაკლი კობახიძემ, რომ სამი მოსამართლე განსხვავებულ აზრს დაწერდა, კობახიძემ განაცხადა, რომ „არაფერი არ იცოდა“.

„არაფერი არ ვიცოდი, გეუბნებით უბრალოდ, რამდენიმე წლის მანძილზე როგორია პრაქტიკა. შესაბამისად, შეიძლება, ჰქონდეს ლოგიკური დასკვნები, შეიძლება, ჰქონდეს დამატებით ინფორმაცია, მაგრამ ჯერჯერობით, ვიდრე განსხვავებული აზრი არ გამოქვეყნებულა, ამ ყველაფერზე დეტალურად საუბარს მოვერიდები. წინსწრებით შემიძლია გითხრათ ერთი რამ - კაზუსი უმარტივესია, პირველი კურსის, პირველი ლექციის. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს კაზუსი ამ მოსამართლეების მიერ არასწორად არის ამოხსნილი, ამის მიზეზი შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური მიკერძოება იყოს, მეტი არაფერი. თუმცა ჯერ არ ვიცი მათ რა დაწერეს“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა