თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილს - „გირჩის“ ინიციატივას ვიზიარებთ, რათა პარლამენტში თქვენი ერთპიროვნული მმართველობის ფორმალიზება მოხდეს და კომიკურობა, რაც თქვენს საქმიანობას ახლავს, უფრო ცხადი გავხადოთ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ფრაქცია მხარს დაუჭერს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ერთპიროვნული მმართველი ხდება.

როგორც ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ამით პარლამენტში დამკვიდრებული წესებისა და პრაქტიკის რეგლამენტში ასახვა მოხდება.

“ფაქტია, რომ გსურთ, თქვენმა გუნდმა პარლამენტის ერთპიროვნულ მმართველად აღგიქვათ. იყოს რეგლამენტში სიცხადე თქვენი ერთპიროვნული მმართველობისთვის. რა თქმა უნდა, “გირჩის“ ეს შეთავაზება გარკვეულწილად იუმორნარევია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად თქვენი ქმედებები და რეგლამენტის დარღვევის ფაქტები კომიკურობამდე მიდის - მათ შორის მაშინ, როცა პარლამენტარების გამოსვლების შემდეგ ყოველთვის კომენტარს აკეთებთ. განსაკუთრებით ქალი პარლამენტარების სიტყვით გამოსვლის შეფასება გიყვართ. ასე რომ, “გირჩის“ ინიციატივას ვიზიარებთ, რათა პარლამენტში თქვენი ერთპიროვნული მმართველობის ფორმალიზება მოხდეს და კომიკურობა, რაც თქვენს საპარლამენტო საქმიანობას ახლავს თან, უფრო ცხადი გავხადოთ“, - მიმართა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე.

"გირჩის" ინიციატივით, პარლამენტში ინიცირებულია რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ერთპიროვნული მმართველი ხდება.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნება პარლამენტის მუშაობას საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების გათვალისწინებით წაუძღვეს. რეგლამენტის ყველა მუხლი სწორედ ამ დათქმით უნდა იქნეს წაკითხული.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრი უფლებამოსილი იქნება პარლამენტში არ გამოცხადდეს, საკუთარი მანდატი სხვა პარლამენტის წევრს გადასცეს, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილი იქნება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს.

როგორც "გირჩი" განმარტავს, მათი პროექტის მიზანია პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმებისა და თავმჯდომარის მართვის სტილის რეგლამენტში ასახვა.

"გირჩის" განცხადებით, ცვლილებით, ზუსტად ისეთ სამართლებრივ წესრიგს მივიღებთ, როგორი პრაქტიკითაც დღეს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის პირობებში მოქმედებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი ინიციატორები არიან დეპუტატები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის