ვახტანგ ხმალაძე  - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს პოლიტიკა და ნაკლებად სამართალი, რაც ფრიად სამწუხაროა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დაადგინა, რომ - საქართველოს პრეზიდენტმა 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერსა და 6 სექტემბერს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტებით დაარღვია კონსტიტუცია.

ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებს სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები აქვს. თქვენ როგორ შეაფასებდით დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ ასპექტებს?

- კონსტიტუციის იმ ნორმის, რომლის დარღვევასაც ედავებოდნენ პრეზიდენტს, სხვა ნორმებისგან ცალკე შეფასება, არ არის სწორი, არ არის გამართლებული, რადგან ზოგადად, როცა ნორმის განმარტება ხდება, ეს ნორმა უნდა იქნეს განხილული იმავე თემასთან დაკავშირებულ სხვა ნორმებთან ერთობლიობაში და ერთობლივად უნდა გაკეთდეს მისი განმარტება.

ამ დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული რა მიზანს ისახავს ეს თუ ის ნორმა და ნორმების ერთობლიობა რის გამოც დაიწერა ეს ნორმები. ეს არის ნორმის განმარტებისას ყველაზე მნიშვნელოვანი. ნორმის განმარტება სწორედ ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს. ანუ, უნდა გაირკვეს ნამდვილი აზრი, ნამდვილი ნება კანონმდებლისა. ანუ, რის გამო, რა მიზნის მისაღწევად დაიწერა ეს ნორმები. იქნება ეს კონსტიტუციის ნორმა თუ კანონის ნორმა.

ამ თვალსაზრისით, როდესაც ვიხილავთ ამ ნორმას, ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ, კონსტიტუციის 49-ე მუხლი, რომელიც ამბობს რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. მხედველობაში უნდა მივიღოთ 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ინსტიტუტებს ავალდებულებს თავთავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირებისთვის.

როდესაც ვიხილავთ ამ ნორმას, ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ, კონსტიტუციის 49-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. მხედველობაში უნდა მივიღოთ 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ინსტიტუტებს ავალდებულებს თავთავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირებისთვის

მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ნორმა, რომელიც ადგენს გამოხატვის თავისუფლებას. მართალია, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტურად დაცული ნორმა. გარკვეული თანამდებობის პირები შეზღუდულნი არიან ხოლმე აზრის გამოხატვაში.

მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ისევე როგორც საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, არა აქვთ უფლება გამოთქვან თავისი აზრი, იმ საკითხის გამო, რომელსაც ისინი იხილავენ სამან არ დასრულდება სასამართლო პროცესი. ანუ, გარკვეული შეზღუდვები არსებობს, მაგრამ, შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ე.წ. ლეგიტიმურ მიზანს. შეზღუდვა უნდა იყოს ისეთი, რომ ამ შეზღუდვამ ზიანი არ მიაყენოს უფრო მნიშვნელოვან სიკეთეს. ამიტომ ვამბობ, რომ ნორმათა ერთობლიობით უნდა განხილულიყო საკითხი.

თუ მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტმა ყველა შემთხვევაში, როდესაც ის ხელში აიღებს კალამს, ან გააღებს პირს რაიმეს სათქმელად, ან წერილის მისაწერად, სხვა სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლებისთვის, უნდა დაეკითხოს მთავრობას, შეუძლია თუ არა მას დაელაპარაკოს, ან წერილი მისწეროს სხვა ქვეყნების თანამდებობის პირს. არა მარტო უნდა დაეკითხოს, არამედ, ამაზე თანხმობა უნდა მიიღოს მთავრობისაგან.

ამას მე ვერანაირად ვერ მივიჩნევ ლეგიტიმურ მიზნად და ვერანაირად ვერ მივიჩნევ იმად, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ამ ნორმების ერთობლიობა. შეუძლებელია, კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაურს შეუზღუდო კომუნიკაციის შესაძლებლობა სხვა სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან, ან საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან.

შეუძლებელია, კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაურს შეუზღუდო კომუნიკაციის შესაძლებლობა სხვა სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან, ან საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან

ერთსაც დავამატებ - მეც წინასწარ ვაფასებდი საკონსტიტუციო სასამართლოს შედეგს. შესაძლო შედეგის შეფასებისას ბუნებრივია ვითვალისწინებდი არა მხოლოდ სამართლებრივ მხარეს, არამედ პოლიტიკურ მხარესაც.

ჩემი ვარაუდით, საკმაოდ მაღალი ალბათობით, ვფიქრობდი რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრი მხარს არ დაუჭერდა კონსტიტუციის ისეთ განმარტებას, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა.

- ასეც მოხდა, განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა იმერლიშვილმა, კვერენჩხილაძემ და ტუღუშმა...

- დიახ. იმდენად რამდენადაც ვიცნობ ზოგს, ზოგს ნაკლებად, მაგრამ, ვიცოდი მათი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, ვვარაუდობდი, რომ სასამართლოს ყველა წევრია არ დაეთანხმებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სწორედ იმ სამმა მოსამართლემ ვისზეც მე ვფიქრობდი, რომ ისინი არ შეაფასებდნენ პრეზიდენტის ამ მოქმედებას არაკონსტიტუციურად, ანუ სწორ განმარტებას გააკეთებდნენ, სწორედ ამ სამმა მოსამართლემ დაწერა თავისი განსხვავებული აზრი.

- როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პოლიტიკურ ასპექტს?

- ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს პოლიტიკა და ნაკლებად სამართალი, რაც ფრიად სამწუხაროა. რაც, ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დიდ ზიანს აყენებს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს და ცხადია იმ მოსამართლეებსაც, რომლებმაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დიდ ზიანს აყენებს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს და ცხადია იმ მოსამართლეებსაც, რომლებმაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება... ამ გადაწყვეტილებით უფრო დიდი ზიანი შეიძლება დადგეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის

მაგრამ, ჯანდაბას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიყენებული ზიანი, რადგან ამ გადაწყვეტილებით, უფრო დიდი ზიანი შეიძლება დადგეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის.

- იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროკავშირისგან ელოდება პასუხს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რა ტიპის გზავნილია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის?

- მე ამას მკვეთრ შეფასებას მივცემდი. სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს მნიშვნელოვნად აქვს დაკარგული ნდობა არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებშიც.

დარჩენილი იყო ერთადერთო ინსტიტუტი, საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის მიმართაც ასეთი პრეტენზიები მანამდე არ გამოთქმულა. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, უკვე საკონსტიტუციო სასამართლო მოექცა იმ სახელმწიფო ინსტიტუტთა სიაში, რომლებზეც საყვედურს ვამბობთ ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორები.

საკონსტიტუციო სასამართლო არის პოლიტიზებული, რაც კონსტიტუციით იკრძალება და ისიც წარმოადგენს იმ უგვანო, არაკონსტიტუციური ურთიერთობების შემსრულებელ ერთ-ერთ ინსტიტუტს, რომლის გამოც ქვეყანაში არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა.

საკონსტიტუციო სასამართლო არის პოლიტიზებული, რაც კონსტიტუციით იკრძალება და ისიც წარმოადგენს იმ უგვანო, არაკონსტიტუციური ურთიერთობების შემსრულებელ ერთ-ერთ ინსტიტუტს, რომლის გამოც ქვეყანაში არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა

- თქვენი დაკვირვებით, საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას პარლამენტში რა გაგრძელება ექნება?

- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტში ექნება ფორმალური გაგრძელება. მას შემდეგ, რაც პარლამენტს ჩაბარდება საკონსტიტუციო გადაწყვეტილება, მან ორი კვირის ვადაში უნდა განიხილოს საკითხი და კენჭი უყაროს.

თუ პარლამენტმა ორი კვირის ვადაში საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას კენჭი არ უყარა, საკითხი დახურულად ჩაითვლება და იმპიჩმენტის პროცედურა შეწყდება. თუ პარლამენტმა კენჭი უყარა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა სულ ცოტა პარლამენტის 100-მა წევრმა, მაშინ სალომე ზურაბიშვილო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება.

თუ პარლამენტმა ორი კვირის ვადაში საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას კენჭი არ უყარა, საკითხი დახურულად ჩაითვლება და იმპიჩმენტის პროცედურა შეწყდება. თუ პარლამენტმა კენჭი უყარა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა სულ ცოტა პარლამენტის 100-მა წევრმა, მაშინ სალომე ზურაბიშვილო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება

ჩემი აზრით, ალბათობა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მოქმედებას კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევდა, ამის ალბათობა იყო დაბალი. რაც შეეხება პარლამენტს, თუ სასამართლო დაადგენდა რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, პარლამენტის მიერ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების ალბათობა ჩემი აზრით, არის ძალიან დაბალი.

- თუ პროცესი ასე განვითარდა, გაუგებარია რას ემსახურებოდა ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში სამდღიანი ხმაურიანი განხილვა და საერთოდ ამ თემაზე მსჯელობა. კითხვას ასე დავსვამ რა შედეგი მიიღო ქვეყანამ პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევა-არდარღვევის ფაქტზე მსჯელობით?

- მიუხედავად იმისა, პარლამენტი გადააყენებს თუ არა პრეზიდენტს პრეზიდენტის თანამდებობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა პრეცედენტი, რომლის საფუძველზე არა მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს, არამედ შემდეგ პრეზიდენტებსაც, რომლებიც იქნებიან არჩეული, ფაქტობრივად, ბურთი ექნებათ პირში ჩაჩრილი. ისინი ვერაფერს მოიმოქმედებენ მთავრობის თანხმობის გარეშე.

პარლამენტი გადააყენებს თუ არა პრეზიდენტს პრეზიდენტის თანამდებობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა პრეცედენტი, რომლის საფუძველზე არა მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს, არამედ შემდეგ პრეზიდენტებსაც, რომლებიც იქნებიან არჩეული, ფაქტობრივად, ბურთი ექნებათ პირში ჩაჩრილი. ისინი ვერაფერს მოიმოქმედებენ მთავრობის თანხმობის გარეშე

ვერც მთავრობის მიერ აღიარებული პოლიტიკის მხარდაჭერას ვერ განახორციელებს მთავრობის გარეშე და ვერც საწინააღმდეგო პოზიციას ვერ გამოთქვამს სხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისას, თუკი მას ასეთი შეხედულება ექნება. ~სწორედ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სრულიად გაუგებარია რატომ შეიძლება ახშობდეს პრეზიდენტის აზრის, დამოკიდებულების გამოთქმის შესაძლებლობას.

საუბარი არ მაქვს პრეზიდენტის ისეთ წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, რომელსაც სახელმწიფოსთვის შეიძლება მოჰყვეს რაიმე ვალდებულების დადგენა. ამაზე არაა საუბარი. ასეთი ქმედება, ცხადია პრეზიდენტმა მთავრობასთან უნდა შეათანხმოს. საუბარი სხვა რამეზეა.

პრეზიდენტის მოქმედების შინაარსი ხომ იყო იმ პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც პარლამენტს გამოცხადებული აქვს, ვგულისხმობ ევროინტეგრაციას, რომელიც ფორმალურად მაინც გამოცხადებული აქვს მთავრობას და რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით. ასეთი მოქმედებების შესაძლებლობაც აღარ ექნება პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე.

პრეზიდენტის მოქმედების შინაარსი ხომ იყო იმ პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც პარლამენტს გამოცხადებული აქვს, ვგულისხმობ ევროინტეგრაციას, რომელიც ფორმალურად მაინც გამოცხადებული აქვს მთავრობას და რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით. ასეთი მოქმედებების შესაძლებლობაც აღარ ექნება პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე

სამწუხაროდ, რეალობა ის არის, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის იქნა ცუდი ურთიერთობა, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შედეგი იქნება პრეზიდენტის სრული იზოლირება საგარეო ურთიერთობების სფეროში.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო