მაია კოპალეიშვილი - მქონდა რწმენა, საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია

საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, იმის იმედზეა, რომ საკითხი გადადის პარლამენტში. პარლამენტი კოლეგიური ორგანოა და იქ, შესაძლოა საჭირო ხმების რაოდენობა საკმარისი არ იყოს -100 ხმა ვერ მოგროვდეს. ამის იმედად არის საკონსტიტუციო სასამართლო. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სირცხვილი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ასე უყურებს კონსტიტუციურ წესრიგს და ინსტიტუციურ წესრიგს, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პლენუმის გადაწყვეტილებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

როგორც მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო ცოტა უფრო მეტი სინათლე შეეტანა საკითხში.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ნამდვილად მეტს ველდოი. მე ნამდვილად მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და ის მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას, სწორედ კონსტიტუციის ნორმების სწორი განმარტების შედეგად და არა იმ განმარტების შედეგად, რაც შემოგვთავაზა - მარტივი გზა, რომ ყველა საგარეო ურთიერთობის მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის ყველა საქმიანობა, მათ შორის წერილები, სატელეფონო საუბრები და ა.შ. (ასეთ ჩამონათვალს აკეთებს) მთლიანად მოაქცია მთავრობის თანხმობის საჭიროების ქვეშ. რაც სრულიად წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლო საუბრობდა ზუსტად იმ ენით, საუბრობდა ზუსტად იმ მიზნებით რაც ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია ახლა, ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო ცოტა უფრო მეტი სინათლე შეეტანა საკითხში. იქამდე საკონსტიტუციო სასამართლო თავის წინააღმდეგობრივ მსჯელობას ავითარებს. ერთი მხრივ, ამბობს, რომ 49-ე მუხლი არის სტატუსის განმსაზღვრელი და არ წარმოშობს უფლებამოსილებას, მეორე მხრივ, ის ადგენს, რომ რა თქმა უნდა უფლებამოსილებები აქვს პრეზიდენტს. ანუ ამ ნაწილშიც კი, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, ოღონდ ეს გააკეთა რაღაც სიტყვათა თამაშით და იქამდე მივიდა სასამართლოს დასაბუთების ნაწილი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული სრულიად მცდარი ინტერპრეტაციით წარმოადგინა. როგორც ჩანს, იმაზეც კი არ შეიწუხეს თავი, რომ ოქმებში ჩაეხედათ ან აუდიოჩანაწერი მოესმინათ, ის მაინც გაერკვიათ, რას ამბობდნენ პრეზიდენტის წარმომადგენლები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მიიჩნიეს, რომ ეს იქნებოდა მათთვის უფრო მომგებიანი პოზიცია, ვიდრე აუდიო-ჩანაწერების მოსმენა. საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის არც ფაქტობრივ გარემოებებზე. ამ დასკვნაში მიუთითებენ ზუსტად იმავე სიტყვებს, რაც წარდგინებაში არის აღნიშნული, რომ თითქოს პრეზიდენტი აწარმოებდა მოლაპარაკებებს და რომ თითქოს ეს იყო მოლაპარაკებები და ამიტომ საჭიროებდა მთავრობის თანხმობას. ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ მიდგომებს ამ საკითხთან მიმართებით“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა