ევა გოცირიძე - თუკი საქართველო მოახდენს კონსტიტუციის უგულებელყოფას, მაშინ ჩვენი ადგილი მართლა არ ყოფილა ევროკავშირში - კანონზე მაღლა არავინ დგას

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

ამ განცხადებით ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენა შეაფასა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუკი საქართველო მოახდენს სამართლის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფას და თანამდებობის პირებმა, მათთვის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლების გადაცილებით იმოქმედებენ, მაშინ საქართველოს ადგილი „მართლა არ ყოფილა ევროკავშირში“.

„მე მიმაჩნია, რომ თუკი საქართველო მოახდენს კონსტიტუციის უგულებელყოფას, სამართლის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფას და თავის ნებაზე მიუშვებს იმას, რომ თანამდებობის პირებმა, მათთვის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლების გადაცილებით იმოქმედონ, თვითნებურად იმოქმედონ, მაშინ ჩვენი ადგილი მართლა არ ყოფილა ევროკავშირში.

საკონსტიტუციო სასამართლომ კი არ დაადგინა, დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას“, - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა იმის მოლოდინი, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას მხარი დაუჭირეს, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს, გოცირიძე ასე პასუხობს: „თუკი კონსტიტუციის ერთგულება სანქციებს იმსახურებს, მაშინ ცუდად ყოფილა მთელი ევროპის საქმე“.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში