ზაზა თავაძე - ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლო გადააქცია პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის იმპიჩმენტი მოხდეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, 6 მოსამართლე, რომელთაც მხარი დაუჭირეს, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, იმპიჩმენტს უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციას.

აღნიშნულის შესახებ ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.

„დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი რამ დადასტურდა, პირველი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დამტკიცებით, 6 ხელმოწერით, ფაქტობრივად, ეს 6 მოსამართლე იმპიჩმენტს უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციას და მეორე - ეს 6 მოსამართლე, უკვე დადასტურებულად, უტყუარად ითვლება, რომ ჰყავს ივანიშვილს აშშ-ს მიერ დასანქცირებული ჩინჩალაძის მეშვეობით, რომელიც რა დავალებას მისცემს მას, იმას შეასრულებენ. სამწუხაროდ, ასეა.

ჩვენ დღეს მოვისმინეთ ამ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ასევე, გავეცანით პრესრელიზს და პრესრელიზის წაკითხვა ჩვენ უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებაში სამართლებრივს ვერაფერ ღირებულს ვერ ჩაწერენ. მეტსაც გეტყვით, იმ სამი ღირსეული მოსამართლის განსხვავებული აზრი უფრო წონადი იქნება. მერწმუნეთ, ეს ასე იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სარეზოლუციო ნაწილი მე წავიკითხე და იქ არის მოყვანილი უსუსური არგუმენტი, თითქოს, კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა დაინახეს და ვერ დაინახეს 49-ე მუხლის დანაწესი, რაც პრეზიდენტს ცალსახად ანიჭებდა იმას, რომ ეს ვიზიტი განეხორციელებინა უცხოეთში“,- განაცხადა ზაზა თავაძემ.

მისი განმარტებით, ეს ყველაფერი სამართლისგან დაცლილია.

„აქ არ არის სამართლებრივი არგუმენტები. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტია, რომ გადააქცია პოლიტიკურ ინსტრუმენტად იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის იმპიჩმენტი“,-განაცხადა ზაზა თავაძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლედან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა