ირაკლი კობახიძე - იკვეთება პოლიტიკური მიკერძოება, ეს მოსამართლეები უსამართლოდ აფიქსირებენ განსხვავებულ აზრს - წარსულში სტრასბურგის სასამართლომაც მიიჩნია, რომ მათი განსხვავებული აზრი იურიდიულად გაუმართავი იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, წარსულში სტრასბურგში ჰქონდათ საქმეები, რომლებზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი განსხვავებული აზრი იყო არასწორი და იურიდიულად გაუმართავი.

მისივე თქმით, აქედან ჩანს, რომ აღნიშნული მოსამართლეები პოლიტიკურად მიკერძოებულები იყვნენ და უსამართლო განსხვავებული აზრი დააფიქსირეს.

კობახიძემ ასევე პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წევრების მიმართ „უზრდელობს“.

„ამ მოსამართლეებს ჰქონდათ განსხვავებული აზრი და შემდეგ მათ წააგეს საქმე სტრასბურგში, აქედან ჩანს, რომ ერთი - ისინი იყვნენ პოლიტიკურად მიკერძოებულები და მათ უსამართლო განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, საიდანაც ჩანს, რომ აქ იკვეთება პოლიტიკური მიკერძოება და იკვეთება ის, რომ ისინი საბოლოო ჯამში, უსამართლოდ აფიქსირებენ განსხვავებულ აზრს. არა მარტო ერთი საქმე, ორი საქმე იყო, თუ არ ვცდები, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი განსხვავებული აზრი იყო არასწორი, იურიდიულად გაუმართავი. აქედან საზოგადოებამ უნდა გამიტანოს დასკვნები, მაგრამ მეტ სიღრმეში მე არ მინდა შევიდე. არ მინდა სალომე ზურაბიშვილს დავემსგავსო, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს. ეს არის პირდაპირ წარმოუდგენელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტი ჰქვია და „სირცხვილია“ და ა.შ. ტერმინები გამოიყენა. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. იმაზე, არაფერს ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ. რაც გუშინ გააკეთა ეს იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. პრეზიდენტი, 70 წლის ქალი და უზრდელობს...,“ - განაცხადა კობახიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის