პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ უზრდელი ეძახეს საკუთარ არჩეულ პრეზიდენტს, რომლის ბილბორდზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად თავად კობახიძე იყო გამოკრული - „კოჭლი იხვი“ „ქართული ოცნებაა“

„ქართული ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ უზრდელი ეძახეს საკუთარ არჩეულ პრეზიდენტს, იმ პრეზიდენტს, რომლის ბილბორდზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად თავად კობახიძე იყო გამოკრული, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმე არის „კოჭლი იხვი“, ეს „ქართული ოცნებაა“.

„გრძელდება აბსურდი პარლამენტსა და ქვეყანაში. ვისმენთ ტაშის კვრას გაუგებარ საკითხებზე და არცერთი სიტყვა არ ყოფილა ადამიანის პრობლემის მოგვარებაზე. „ქართული ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ უზრდელი ეძახეს საკუთარ არჩეულ პრეზიდენტს, იმ პრეზიდენტს, რომლის ბილბორდზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად თავად კობახიძე იყო გამოკრული. მე სხვა კანდიდატს ვუჭერდი მხარს, ვერავინ დამაბრალებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ვუჭერდი მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინსტიტუციას, არ გვინდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს ექცეოდნენ ისე, როგორც თქვენ ექცევით, ჯიბის რომ უნდა იყოს ყველაფერი. ჯიბის ხელისუფლება, ჯიბის სასამართლო, ჯიბის პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, ხალხი უნდა გაქრეს პოლიტიკური სცენიდან. შეურაცხმყოფელიც არ არის „კოჭლი იხვი“, დასავლეთში დამკვიდრებული ტერმინია. თუ ვინმე არის „კოჭლი იხვი“, ეს არის „ქართული ოცნება“. ეს ნიშნავს, ხელისუფლების დაისში, ბოლო პერიოდში მყოფი თანამდებობის პირი, რომელსაც არავითარი შანსი არ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, განმარტა, რომ „ქართული ოცნებას“ არაფერზე აუღია პასუხისმგებლობა.

სალომე ზურაბიშვილი რომ აარჩევინეთ ხალხს, „უზრდელი პრეზიდენტი“, „კოჭლი იხვი“, ამაზე პასუხისმგებლობას იღებთ? არაფერზე აგიღიათ პასუხისმგებლობა. რომელი დაპირება შეგისრულებიათ. კალაძე გამოვიდა და თქვა, რომ იპოდრომი ივანიშვილმა ხალხს გადასცაო, უკან არ დაიბრუნეთ? „ქართუმ“ უკან არ დაიბრუნა?- აღნიშნა მანჯგალაძემ, რომლის განცხადებასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ცუდ წრეში ხარ მოხვედრილი, ინფორმაციულ ვაკუუმში ხარ“.

მანჯგალაძის თქმით, ქვეყანაში მთავარი შეცდომა „ქართული ოცნებაა“.

„ბრძენ კაცს ეძახით ივანიშვილს. ღარიბაშვილის შემთხვევაში შეცდაო, კვირიკაშვილის შემთხვევაში შეცდაო, ზურაბიშვილის შემთხვევაში შეცდაო, რას ამბობთ, ივანიშვილი ცდება და ამას უკრავთ ტაშს? თქვენ ხართ, ივანიშვილის მთავარი შეცდომა და „კოჭლი იხვები“. რაც შეიძლება მალე ჩამოგაშორებთ პოლიტიკურ ძალაუფლებას“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა