რობინ დანიგანი - შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის დროს განვიხილეთ, თუ როგორ უჭერს შეერთებული შტატები მხარს ყველა იმ სამუშაოს, რომელსაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციისთვის

მე უაღრესად ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შალვა პაპუაშვილთან, ძალიან ვაფასებ მასთან და მის გუნდთან შეხვედრას. ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების სურვილი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა აღნიშნა, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უჭერს შეერთებული შტატები მხარს ყველა იმ სამუშაოს, რომელსაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან და ნატოს-თან ინტეგრაციისთვის. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების, ვაჭრობის, ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების სურვილი, რასაც დიდად ვუჭერ მხარს.

მე, ასევე, გამოვხატე ჩვენი ღრმა მადლიერება ამ ურთულეს მომენტში ისრაელისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხარდამხარ დგომისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის ისრაელის მიმართ.

მე, ასევე, გამოვთქვი მადლიერება საქართველოს ძალიან ეფექტური მოქმედების მიმართ, რომელიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლის პრევენციისკენ და ხელს უშლის რუსეთში იმ საქონლის შეღწევას, რაც დაეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულებას.

ბოლოს ვისაუბრეთ ჩვენს 31 წლიან პარტნიორობაზე და მეგობრობაზე, წინ კი მრავალი წელია. ეს ორივე ქვეყნის სურვილია, გავაღრმაოთ ეს მეგობრობა უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობით, უფრო მეტი ვიზიტით შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. მე მოუთმენლად ველი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას, აქ ჩემი ელჩობის განმავლობაში,’’ - განაცხადა რობინ დანიგანმა.

ელჩის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა