ირაკლი ქადაგიშვილი სალომე ზურაბიშვილს - უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება

უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, საქართველოს კონსტიტუცია და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით მაქსიმალურად აგრძელებთ დაზიანებას იგივე ევროკავშირთან დაახლოების გზის, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის ავტორი ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციის, მოახდინა დროული რეაგირება და კონსტიტუციის ფუძემდებლური მუხლების მიზანმიმართულად და შეგნებულად დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნათელი და ცალსახა. ჩვენ წავიკითხეთ ასევე, სამი მოსამართლის განსხვავებული ხედვა რაშიც მდგომარეობს და ისინი თურმე პოლიტიკურ შიგთავსზე საუბრობენ და არა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების ერთმანეთის შეჯერებაზე და დარღვევაზე. კონსტიტუცია დარღვეული იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანა.

სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ მას შეიძლება შიდა თუ გარე აქტორებმა დააკისრონ ის როლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარეთ არის და ის თუ ამ როლს მოირგებდა ამით საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდებოდა და ეს სურვილი რომ ჰქონდა მას, ეს თვითონვე გაშიფრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც თქვა, რომ - ახლა მიყურეთ როგორ პოლიტიკაში ვიქნები ჩართულიო.

ჩვენ უკვე კარგად გიყურეთ და დავინახეთ, რომ სწორედ უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, საქართველოს კონსტიტუცია და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით მაქსიმალურად აზიანეთ ევროკავშირთან დაახლოების გზა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მან ასევე მიმართა ოპოზიციას, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„აქ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები სრულ ვაკუუმში იმყოფებიან, არ იციან ეკონომიკური ზრდა რა შედეგებით არის, ბიუჯეტი როგორ იზრდება, საქართველოს რეიტინგები მთელ წამყვან მსოფლიო შეფასებით სისტემებში როგორი მაღალია. ეს არის ის რეალობა, რის გამოც ჩვენ ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს და არა ის პოლიტიკური ბაკქანალია, რომელსაც თქვენ აქ მუდმივად მიმართავთ ხოლმე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ