ნიკა მელია - უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ს მენეჯმენტის შეხვედრაზე - უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება

ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნეს გავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა, მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, ის ოლიგარქიული მართვის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. თუ რამეა პოლიტიკაში რუსული, არის სწორედ ეს, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. მელიას განცხადებით, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა.

„უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, თუმცა უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ს მენეჯმენტის შეხვედრის შესახებ.

ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნეს გავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა, მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, ის ოლიგარქიული მართვის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. თუ რამეა პოლიტიკაში რუსული, არის სწორედ ეს...

როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ჯგუფი, სტატუსით გადაწყვეტილების მიმღები, რეალურად კი დავალებების შემსრულებელი, კარზე ეახლება თავის დამფინანსებელსა და „მუსიკის დამკვეთს“ (იმიტომ, რომ ასე ესმით, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს), „ბიძინასთან დაახლოებულ ბიზნესმენთა ჯგუფს“ ხვდება რა შეიძლება ვიფიქროთ, ან რა უნდა ვიფიქროთ:

ამ ხალხისთვის მისაღებია ის კორუფციული სისტემა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. მისაღები რომ არ იყოს, ვერ მოერგებოდნენ.

ეს ადამიანები დარიგებული ტენდერებით, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეებს იწირავს, შოულობენ დღეს ფულს.

რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ ამ ადამიანებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფთან? სულ ორი: ბიძინას ინტერესის გატარება; მთავრობის შეცვლის შემთხვევაში, საკუთარი ინტერესის დალაგება;

და რა ინტერესი შეიძლება გქონდეს შენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მსგავს ხალხთან, თუ შენთვის პოლიტიკური კორუფცია მიუღებელია, თუ არსებული სისტემა, არაფორმალური მართვა ფულით, მიუღებელია, თუ ამ ადამიანების ცხოვრებისა ბიზნესის კეთების წესი მიუღებელია და თუ მისი შეცვლა გინდა და არა სახელებისა და გვარების ჩანაცვლება.

არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომლებზეც საზოგადოება იმსახურებს პასუხებს, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა“,- წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ "კეზერაშვილთან შეხვედრას კვიპროსში ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები ესწრებოდნენ".

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა