ირაკლი კუპრაძე - თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მოხდება, ირაკლი კობახიძე იქნება პრეზიდენტის სასახლეში თავისი განცხადებებით - ამ სურათით ვხედავთ ჯოჯოხეთს, უბედურებას, წარღვნას, რომელსაც ის მოაწყობს თავისი გაუგონარი განცხადებებით

ბიძინა ივანიშვილის თამაში არის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, - ასე შეაფასა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესის დაწყება. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი არ არის მისი პერსონალური საკითხი, არამედ ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეეხება.

„კანდიდატის სტატუსი საბოტაჟით „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ასრულებს მის დავალებას და ანტიეროვნული ქმედებებით არის გამორჩეული. „ქართული ოცნება“ აცდენილია ქართველი ხალხის დაკვეთას და ცდილობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებში კრიტიკა გამოიწვიოს. იმ გადამწყვეტ დღეებში, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა უნდა დაიწყოს, ამ ქმედებებმა შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი გამიწვიოს. ეს ერთგვარი დემარშია „ქართული ოცნების“ მხრიდან იმიტომ, რომ ანტიეროვნულ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამენ“,-განაცხადა კუპრაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბევრი კრიტიკული მოსაზრება გაუჟღერებია „ლელოს“, მაგრამ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციასთან მიმართებით ის გულწრფელია და სწორად იქცევა.

„თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მოხდება, ირაკლი კობახიძე იქნება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თავისი განცხადებებით. ამ სურათით ვხედავთ ჯოჯოხეთს, უბედურებას, წარღვნას, რომელსაც ის მოაწყობს თავისი გაუგონარი განცხადებებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ეძახის, რომ თურმე 70 წლის უზრდელი ქალია. ენის წაბორძიკების გარეშე შეუძლია ყველა ტიპის ძალიან მძიმე, მიუღებელი ანტიეროვნული განცხადებები აკეთოს. პრეზიდენტის ლეგიტიმაციით ამ ადამიანის წარმოდგენა არის ამ ქვეყნის კრახი, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ასევე საგარეო ველზე. ეს არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის“,-განაცხადა კუპრაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს „ლელოს“ დეპუტაცია პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.

„განხილვებზე დასწრება დამოკიდებულია იმაზე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან ადგილზე დეპუტატები ამ განხილვებში მონაწილეობის მიღებას. განხილვებში იგულისხმება არა შეყოლა ამ სამართლებრივად გაუგონარ ბუღალტერიაში, არამედ იმ განცხადებების გაკეთება, რისიც გვწამს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ჩვენ გვინდა ვემსახუროთ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს“,-განაცხადა კუპრაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა