ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს - თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე - რატომ? იმიტომ რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად

ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია - აქ ჩანს, სად დგას ეს ადამიანი - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ - თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო. კობახიძის შეფასებით, ხალხმა სალომე ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ „ნაციონალი“ პრეზიდენტი არ უნდოდათ.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებებს, რომელიც არის აბსოლუტურად ზრდილობას გაცდენილი, არც მეტი არც ნაკლები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები „პატარა კაცები“. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვის კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა. ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა. ის პატარა კაცი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ. აქ ხომ ჩანს რეალურად, რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად - იქ, სადაც არ შეიძლება ღირსეული ქართველის ყოფნა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ყოფნა, იქ არის ზუსტად სალომე ზურაბიშვილი და ეს არის ამ არათანმიმდევრულობის მიზეზი. თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები, რატომ? იმიტომ რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად. არც პირველ ტურში არც მერე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი. პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს სხვადასხვა გარემოებას და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა