ირაკლი კობახიძე აქუბარდიას - „ნაციონალს“ არ ეპატიება უზრდელობა ამ დარბაზში“ - გაჩუმდი თეონა!

თეონა აქუბარდია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ბაძავს, ეტყობა - ზრდილობის ზღვარს მიღმა გავიდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძემ თეონა აქუბარდიას მიმართა, რომ „მისმა პარტიამ“ უნივერსიტეტიდან გააგდო 2010 წელს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გააკრიტიკა.

„რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ წარმომადგენელს, რომელიც დღეს არის ამ დარბაზში წარმოდგენილი, თეონა აქუბარდიას, ქალბატონ სალომე (ზურაბიშვილს) ბაძავს ეტყობა - ზრდილობის ზღვარს მიღმა გავიდა. შესაბამისად, მის კითხვებს არ ვუპასუხებ. კითხა ეხებოდა იმას, მე სად ვიყავი თავის დროზე. მინდა გითხართ, რომ თქვენმა პარტიამ უნივერსიტეტიდან გამაგდო 2010 წელს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე“, - მიმართა კობახიძემ აქუბარდიამ.

მის განცხადებას თეონა აქუბარდიამ ადგილიდან რეპლიკით უპასუხა, რაზეც ირაკლი კობახიძემ მას მიმართა: „უზრდელობა არ გეპატიება. „ნაციონალს“ არ ეპატიება უზრდელობა ამ დარბაზში“, „ნაციონალების“ უზრდელობის ადგილი სხდომათა ამ დარბაზში არ არის. გაჩუმდი თეონა“.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა