ირაკლი კობახიძე - გქონდა იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულად გაუძღვებოდა საქმეს, რომელიც ჩაბარდა, სამწუხაროდ, მან იმედები არ გაამართა და პირდაპირ შევიდა ალიანსში იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს ხმა

გქონდა იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულად გაუძღვებოდა იმ საქმეს, რომელიც ჩაბარდა, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცები, სამწუხაროდ, მან იმედები არ გაამართა და ის პირდაპირ შევიდა ალიანსში სწორედ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს ხმა მეორე ტურში , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა უხერხულობები მმართველ გუნდს, ჯერ კიდევ, საარჩევნო კამპანიის პროცესში შეუქმნა.

„პირველად ხდებოდა ისე, რომ პარტიის წარდგენის გარეშე უნდა არჩეულიყო პრეზიდენტი. ჩვენ პატივი ვეცით საქართველოს კონსტიტუციას არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც. სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი.

რაც შეეხება არგუმენტებს, კრიტერიუმებს, ესეც გახსოვთ - წინაპრები, ფრანგული წარსული, დიასპორა, ქალი პრეზიდენტი, ეს იყო მთავარი არგუმენტები და რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი.

ჩვენ არ გვინდოდა, რომ პრეზიდენტად ყოფილიყო „ქართული ოცნების“ სახე. გვქონდა მოლოდინი, რომ ის სათანადოდ დაიკავებდა ამ თანამდებობას და წარმართავდა საპრეზიდენტო საქმიანობას. იმასაც არ დაგიმალავთ, რომ გარკვეული ეჭვები ჩვენ, ჯერ კიდევ, საარჩევნო კამპანიის პროცესში გაგვიჩნდა. ამაზე სერიოზული განხილვა იყო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დამემოწმებიან. უბრალოდ, იქ გადაწყვეტილების გადასინჯვის რესურსიც არ იყო. საარჩევნო კამპანიის პროცესში, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა უხერხულობები შეგვიქმნა.

ერთი განცხადება ეხებოდა ომს, მე პირადად მქონდა წინასწარი კონსულტაციები, დაგვპირდა, რომ სხვანაირად იტყოდა, მერე სხვანაირად თქვა. მერე მოყვა 8 აგვისტოს განცხადება. საქმე უკვე იქამდე იყო მისული, რომ ალტერნატივაც არ არსებობდა, მითუმეტეს, მეორე ტურში.

რაც შეეხება ტერმინს „პრინციპულ არჩევანს“, შეგახსენებთ, რას უკავშირდებოდა ეს ტერმინი. „პრინციპული არჩევანი“ იყო არა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ ხმის მიცემა „ნაცმოძრაობის“ გაძლიერების წინააღმდეგ. ამაზე იყო მთელი კამპანია აგებული, ეს იყო „პრინციპული არჩევანის“ არსი.

გქონდა იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულად გაუძღვებოდა იმ საქმეს, რომელიც ჩაბარდა, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცები, სამწუხაროდ, მან იმედები არ გაამართა და ის პირდაპირ შევიდა ალიანსში სწორედ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს მას ხმა მეორე ტურში, მან შეიწყალა კრიმინალები...“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა