ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს - მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით - თუ ამ კითხვაზე პასუხს გაექცევით, დუმილს ალბათ, თანხმობის ნიშნად მივიღებთ

მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ეს ძალიან პრინციპულ საკითხია, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.

მისივე განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას „გაექცევა", საზოგადოება დუმილს თანხმობად მიიღებს.

„მოლოდინი არ მაქვს, რა თქმა უნდა, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა, მაგრამ მაინც ვიკითხავ, მინდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით 2018 წლის განცხადებები გავიხსენო, რაც ერთხელ უკვე გავიხსენე. სალომე ზურაბიშვილმა ორი ასეთი განცხადება გააკეთა: პირველი, „ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო და მაშინ ჩვენ რუსეთის პროვოკაციაში ჩავერთეთ და ამ საომარ ვითარებაში წავედით, საქართველომ ამ საომარი ვითარების ნაწილი დაიწყო“. ანუ, საუბარი იმაზე იყო, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. და მეორე განცხადება, რომელიც 8 აგვისტოს გაკეთდა - „შენს ტერიტორიაზე შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია - უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება“. აქაც რეალურად, საუბარია იმაზე, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. აქ მადლობა ღმერთს, საქართველო არ არის ნახსენები. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს „ნაცმოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ზუსტად იმავე პოზიციას დაუჭირა მხარი, ანუ თვითონვე უწერიათ, რომ თვითონ დაიწყეს ომი. 2018 წლის თქვენი მსგავსი განცხადებების გამო, ჯაშუშად, აგენტად და რეზიდენტად გამოგაცხადეს. პრინციპში იგივე ამბობდნენ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ჯაშუშად და რეზიდენტად გამოაცხადეს.

მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ეს ძალიან პრინციპულ საკითხია. ბუნებრივია, ასევე მინდა დავაზუსტო, თუ ამ კითხვაზე პასუხს გაექცევით, დუმილს ყველა, საზოგადოებაც ალბათ, თანხმობის ნიშნად მივიღებთ, რომ კვლავაც ძველ პოზიციაზე რჩებით და მიგაჩნიათ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ ანუ სააკაშვილმა დაიწყო, რა ვიცი როგორც გინდათ“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა