ფრიდონ ინჯია - თუ გინდათ პოლიტიკურ ველზე დარჩეთ, გადადექით! - გექნებათ ორი გზა: შექმნათ პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია ან თუ მიგიღეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“, გაწევრიანდით

თუ გინდათ პოლიტიკურ ველზე დარჩეთ, გადადექით! გექნებათ ორი გზა: ან შექმნათ პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია ან თუ მიგიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, გაწევრიანდით! , - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ხალხის და ახლა უკვე, მთავრობის სახელით საუბრის უფლება არ აქვს.

„თუ თქვენ, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტის წარმომადგენელი, არ მოგწონთ ამ ხელისუფლების პოლიტიკა და ამასთანავე, გინდათ პოლიტიკურ ველზე დარჩეთ, გადადექით! გექნებათ ორი გზა: 1. შექმნათ პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ამით იბრძოლოთ იმ იდეალების განსახორციელებლად, რომელიც მიგაჩნიათ სწორად ან 2. თუ მიგიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, გაწევრიანდით! ეცადეთ, იქიდან იბრძოლოთ ხელისუფლებისთვის, რადგან ეს უფლებამოსილება, რომელიც თქვენ , როგორც პრეზიდენტს გაგაჩნიათ, ჯერჯერობით, თქვენ არ მიგიღიათ. ამიტომ ხალხის სახელით არ შეგიძლიათ ისაუბროთ. ამას ახლა დაემატა ის, რომ ახლა და მომავალში თქვენ მთავრობის სახელითაც არ გექნებათ საუბრის უფლება“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა