ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს „ლანძღავს და შარს დებს“ იმის გამო, რომ საზღვარგარეთ წასვლა მთავრობას არ შეუთანხმა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ „სალომე ზურაბიშვილს ლანძღავს და შარს დებს“ იმის გამო, რომ საზღვარგარეთ წასვლა მთავრობას არ შეუთანხმა, რითაც კონსტიტუცია დაირღვა. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს.

„წინასაარჩევნოდ ჩვენს ამომრჩევლებს და ხალხს რომ შევხვდებით, ხომ დავუწყებთ დარწმუნებას, რომ პარლამენტი, მთავარი პოლიტიკური სივრცე და დაწესებულება ქვეყანაში არის ის ადგილი, სადაც მხოლოდ ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკებთ და ეს არ იქნება პოლიტიკური პროცესისთვის. არადა, სინამდვილეში სულ ამაში ვმონაწილეობთ. აბსოლუტურად მართალია ხალხი, რომ მერე ჩვენით იმედგაცრუებულები არიან. ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციის თუ მმართველი პარტიის დამოკიდებულებისადმი. მერე ზიზღში გადასცდით და ამბობენ, თქვენ თქვენთვის მიაჭენებთ და ხალხზე არ ფიქრობთო. თუ ეს ასე არ არის, მთელი დღეა ვართ მობილიზებულები, არიქა დაცვა, ყვითელი რეჟიმის საშვები, პარლამენტის თავმჯდომარე ხალხს საყვედურობს ტაშს ნუ უკრავთო და დილიდან ერთმანეთს ვლანძღავთ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისი შეფასებით, პარლამენტი მუშაობს გაუგებრობებისთვის და არა ხალხის რეალური პრობლემებისთვის.

„ინფრასტრუქტურის მინისტრი კი გვყავს, დადის გაბღენძილი, მაგრამ დღე არ გავა არ გავიგოთ, რომ ახალაშენებული ხიდი ჩაინგრა, ახალაშენებული გზა ჩამოინგრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ ცემენტის, არმატურის ფული შეჭამა, ვითომ ეს არ არის სერიოზული სამსჯელო და ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ეს არის ჩემთვის გულდასაწყვეტი. მართლა ენთუზიაზმით შემოვდიოდი, ჯოჯოხეთის გზა გამოგვატარეს მე და ლევან იოსელიანს თავის დროზე, მერე დანარჩენები რომ შემოვიდნენ, ჩვენს მხრებზე რომ აბობღდნენ და მაინც რომ გვლანძღავდნენ. რისთვის, რომ სულითა და გულით მინდოდა ხალხის რეალურ პრობლემებზე გვეფიქრა და გვემუშავა. ჩემთვის გულდასაწყვეტი და გამაოგნებელია, რომ ეს სივრცე და დაწესებულება მუშაობს რაღაც გაუგებრობებისთვის და არა ხალხის რეალური პრობლემებისთვის“,-განაცხადა ელისაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა