თეონა აქუბარდია უმრავლესობას - ცირკში და შოუში მონაწილეობა მე დავამთავრე, კენჭისყრაზე დარჩით მარტო

ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ტოვებს და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ის სალომე ზურაბიშვილის თხოვნას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ეწინააღმდეგება.

„ამ ცირკში და შოუში მონაწილეობა მე ჩემი დავამთავრე. კენჭისყრაზე დარჩით მარტო. მე ვითვალისწინებ პრეზიდენტის თხოვნას და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვეწინააღმდეგები ამ იმპიჩმენტის პროცესს, არა იმიტომ რომ მე ქალბატონ ზურაბიშვილს ვიცავ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ არ მოგეცეთ შესაძლებლობა, მიიტაცოთ სახელმწიფო ინსტიტუტი. დიახ, თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში არათუ ბრალი გედებათ, არამედ, ამისი ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში