მამუკა მდინარაძე - კითხვა დაისვა, რას გვაძლევს იმპიჩმენტის პროცედურა? - სრული ლუსტრაციაა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ერთ დროს მხარდაჭერილი პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის“ ნარატივშია

კითხვა დაისვა, რას გვაძლევს ეს პროცედურა? პირველი, სრულ ლუსტრაციაა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ერთ დროს მხარდაჭერილი პრეზიდენტი აბსოლუტურად „ნაცმოძრაობის“ ნარატივშია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს. მამუკა მდინარაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს იმეორებს.

„დავალებების საფუძველზე რასაც ლაპარაკობენ „ნაცები“, ზუსტად იმავეს ლაპარაკობს სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ. სრული ლუსტრაციაა ამ მიმართულებით. მეორე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დამრღვევი ამბობს, რომ ის ამგვარ მოქმედებებს გააგრძელებს, დიახ, ის არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და დაგვეფიქსირებინა დარღვევა, რომელსაც დიდი იურისტობა არ სჭირდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი პარლამენტში მისი იმპიჩმენტის პროცესის განხილავს ბოლომდე არ დაესწრო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მასთან დაკავშირებულ განხილვას არ ესწრება. თავად მოუწოდა „ნაცებს“, რომლებსაც არ ენდო, ვაითუ ხმა გაეპაროთ ჩემი იმპიჩმენტის მხარდასაჭერადო, მაგრამ თავადაც არ დაესწრო სხდომას და მის მნიშვნელოვან, ძირითად ნაწილს. ეს შემთხვევითი არ არის, უნდობლობა გამომდინარეობს საერთო ტონის თუ დავალების მიმცემის პოზიციიდან, რომლებიც გეგმავენ სალომე ზურაბიშვილისგან, გიორგი გახარიასგან და ასე შემდეგ, გამოიყვანონ ე.წ. მესამე ძალა და ამით მოატყუონ ქართული საზოგადოება, ისევ „ნაცურ“ ნარატივში ჩასვან, ისევ იგივე დავალება მისცენ. მოდით დავიმახსოვროთ ეს ამბავი და გამართლდება თუ არა, შემდეგი პროცესები გვაჩვენებს. ხომ არ არის ეს ყველაფერი ამ დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილის პოზიციონირება. ხომ არ არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილი, დავიმახსოვროთ და შემდეგ ვილაპარაკოთ. პარადოქსი ის გალავთ, რომ არცერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არცერთი სიტყვა არ უთქვამს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ. არ მოუტანია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა ნდობა გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს “,- განაცხადა მდინარაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის