ვახტანგ ძაბირაძე  - კონსტიტუციაში გვიწერია, რომ თუ იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე ვერ მივიდა, იმავე მოტივით ხელმეორედ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არ შეიძლება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, პარლამენტში დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა.

კონსტიტუციის დარღვევისათვის პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა. არ შედგა იმის გამო, რომ პარლამენტში 100 დეპუტატი არ აღმოჩნდა, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭერდა მხარს. ასე რომ იქნებოდა, თავად უმრავლესობის ლიდერები საუბრობდნენ.

მიუხედავად ამისა, პარლამენტში არა მხოლოდ სამართლებრივ თემებზე საკმაოდ მწვავე პოლემიკა გაიმართა. რადგან პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა, ამ თემით უნდა დავიწყოთ.

მმართველი გუნდის წევრებმა ბევრჯერ თქვეს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ამ ბრალდებაზე პრეზიდენტის პასუხი იყო მოკლე - „კონსტიტუცია არ დამირღვევია, რადგან ამგვარი მტკიცებულებები საკონსტიტუციო სასამართლოში არ წარმოგიდგენიათო“.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგა? თუ არ შედგებოდა, გაუგებარია რატომ დაიკარგა ამდენი დრო და ენერგია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე?

- დავიწყებ საკონსტიტუციო სასამართლოთი. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს პრაქტიკულად ლაპარაკის უფლებაც კი წაართვა არა თუ აზრის გამოხატვის და კრიტიკული აზრის გამოთქმის. საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებაშეზღუდული პრეზიდენტის ინსტიტუტის განულება მოახდინა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოწმობს იმას, რომ მთავრობა ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს, როგორც პარლამენტს, ისე სასამართლოს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსაც. რაც ფაქტობრივად ისედაც ცნობილი იყო, რადგან, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რასაც მას აღმასრულებელი ხელისუფლება უკარნახებდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოწმობს იმას, რომ მთავრობა ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს, როგორც პარლამენტს, ისე სასამართლოს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსაც

ასეც მოხდა. შემდეგ პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ იცოდა, რომ პარლამენტში არ მოგროვდებოდა იმ რაოდენობის ხმები, რომ პროცესი ბოლომდე მიეყვანათ. მაგრამ, ხელისუფლებას არც სჭირდებოდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა. თუ ვინმეს არ აწყობდა პროცესი ბოლომდე მისულიყო, ერთ-ერთი ხელისუფლებაა. ვფიქრობ, არც „ნაცმოძრაობას“ აწყობდა მაინცდამაინც პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

მოხდა ის, რაც მოხდა, იმპიჩმენტის პროცესი ჩავარდა. ხელისუფლება შეეცდება ეს პროცესი გამოიყენოს იმისთვის, რომ მოახდინოს პრეზიდენტის პოლიტიკური დისკრეტიზაცია და გამოიყენოს პროპაგანდისთვის.

იმპიჩმენტის პროცესი ჩავარდა. ხელისუფლება შეეცდება ეს პროცესი გამოიყენოს იმისთვის, რომ მოახდინოს პრეზიდენტის პოლიტიკური დისკრეტიზაცია და გამოიყენოს პროპაგანდისთვის

თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ თუ იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე ვერ მივიდა, იმავე მოტივით ხელმეორედ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არ შეიძლება. ანუ, ახლა ზურაბიშვილს თავისუფლად შეუძლია გააგრძელოს ის საქმიანობა, რა საქმიანობასაც აქამდე ეწეოდა. მას ახალ იმპიჩმენტი აღარ ემუქრება.

- მმართველი გუნდის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ და სხვებმაც ბევრჯერ გაიმეორეს, - „ზურაბიშვილი არ შეიძლება იყოს პრეზიდენტი. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტთან არის დაპირისპირებული, საუბარია იმ ინსტიტუტებზე, რომლებმაც ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნეს და უზრუნველყვეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა“.

გარდა ამისა, მმართველმა გუნდა პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ ერთობლივ ქმედებებში დაადანაშაულა და მას ბრალი დასდო იმაში, რომ იგი „რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ემზადება დესტაბილიზაციისთვის“.

საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენა მმართველმა გუნდმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს?

- „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთი და იგივე თემატიკა ერთი და იგივე რაკურსით შემოატრიალოს. ცდილობს ყველა „ნაციონალებთან“ გააიგივოს, რომლებიც, მისი მტკიცებით, დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან.

თუ პრეზიდენტის მოღვაწეობას სერიოზულად შევხედავთ, სანამ უკრაინაში რუსეთი არ შეიჭრა და სანამ ჩვენმა ხელისუფლებამ და არა პრეზიდენტმა არ დაიწყო გარკვეული რევიზია ჩვენი პროდასავლური ორიენტირების, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენდა. მშვენივრად მიჰყვებოდა იმ პოლიტიკურ პროცესს, რასაც „ქართული ოცნება“ უკარნახებდა.

თუ პრეზიდენტის მოღვაწეობას სერიოზულად შევხედავთ, სანამ უკრაინაში რუსეთი არ შეიჭრა და სანამ ჩვენმა ხელისუფლებამ და არა პრეზიდენტმა არ დაიწყო გარკვეული რევიზია ჩვენი პროდასავლური ორიენტირების, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენდა. მშვენივრად მიჰყვებოდა იმ პოლიტიკურ პროცესს, რასაც „ქართული ოცნება“ უკარნახებდა

მაგრამ, ბოლოს, როცა უკრაინაში სხვა პროცესები დაიწყო, პარლამენტში შეიქმნა „ხალხის ძალა“, ხელისუფლებამ პირდაპირ დაიწყო ანტიდასავლური პროპაგანდა, მაშინ მოხდა ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დაშორება. ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია, ის დარჩა იმ პოზიციაზე, რა პოზიციასაც „ქართული ოცნება“, ზოგადად აფიშირება.

თითქოს პროდასავლურ კურს ატარებდა. ხელისუფლებას სხვა სათქმელი და არგუმენტი არ გააჩნია, ამიტომ, ისევ და ისევ გაკვალული გზით მიდის. ეს გაკვალული გზა არის ის, რომ ვინც ხელისუფლების ოპონენტია „ნაციონალობა“ ბრალდება, ასევე დესტაბილიზაციისთვის მზადება და ასე შემდეგ.

ხელისუფლება წინასწარ ცდილობს შექმნას ატმოსფერო, რომ ვინც კი გაბედავს და მომავალ არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტს გამოთქვამს, ყველა „ნაციონალებად“, შერაცხოს, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდათ.

რაც შეეხება ეკონომიკურ წინსვლას. გარკვეული ეკონომიკური წინსვლა არის, მაგრამ, ეკონომიკური წინსვლიდან მიღებული დივიდენდი იმ 5%-ზე ნაწილდება, რომელიც დღეს ხელისუფლებაში და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ვგულისხმობ ხელისუფლების ფავორიტ ბიზნესმენებს. დანარჩენი მოსახლეობისთვის ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად, არაფრის მომტანია.

გარკვეული ეკონომიკური წინსვლა არის, მაგრამ, ეკონომიკური წინსვლიდან მიღებული დივიდენდი იმ 5%-ზე ნაწილდება, რომელიც დღეს ხელისუფლებაში და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ვგულისხმობ ხელისუფლების ფავორიტ ბიზნესმენებს. დანარჩენი მოსახლეობისთვის ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად, არაფრის მომტანია

ყველაფერი ძვირდება, იზრდება ინფლაცია და გაცილებით ცუდ დღეშია დღეს მოსახლეობა ვიდრე 5 წლის წინ იყო. ასეთ ფონზე ვხედავთ გაზრდილ მიგრაციას.

- პრეზიდენტმა მის მიმართ დასმულ კითხვებს არ უპასუხა, მაგრამ, თავის გამოსვლაში ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს.

რამდენად სამართლიანია პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების საქმიანობის ამგვარი შეფასება?

- შორს რომ არ წავიდეთ და თავი დიდად არ ვიმტვრიოთ, მარტივი რამაა. ხელისუფლება ვისაც ელაპარაკება ჩვენი პარტნიორებიდან ეს გახლავთ უნგრეთის პრემიერი ორბანი. პრემიერი ორბანი ის კაცია, რომელიც ევროკავშირის ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისთვის დახმარებას ეხება და ანტირუსულია, ბლოკავს. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ორბანი ჩინეთში პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. თან მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა პუტინი დიქტატორად გამოაცხადა.

პრემიერი ორბანი ის კაცია, რომელიც ევროკავშირის ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისთვის დახმარებას ეხება და ანტირუსულია, ბლოკავს. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ორბანი ჩინეთში პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. თან მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა პუტინის დიქტატორად გამოაცხადა

როდესაც საუბარია იმაზე, რომ იზოლაციისკენ მივდივართ, თუ ხელისუფლება იმ გზას გააგრძელებს, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, ასეც იქნება. ამიტომ აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს ამგვარ შეფასებაში.

ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ჩვენი პარტნიორებისგან ელაპარაკება მხოლოდ ორბანს.

- მმართველი გუნდის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამ საკითხში ხელისუფლების ოპტიმიზმის საფუძველი?

- ხელისუფლება თავს იზღვევს. წინასწარ რომ თქვას, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მივიღებთ, ხელისუფლების მხრიდან არ იქნება გამართლებული. თუმცა, იქვე თავს იზღვევს და ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, საუბარია რეკომენდაციების 12 პუნქტზე.

არადა, რეკომენდაციები იმ თვალსაზრისით კი არ შესრულებულა, თუნდაც აზრის გამოხატვას ვგულისხმობ. ვხედავთ, რომ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მზადდება. რაც უნდათ ის თუ მიიღეს, უკანდახევა უფრო იქნება, ვიდრე წინ წასვლა. ამიტომ, ხელისუფლება თავს იზღვევს. თუ მოგცეს სტატუსი, იტყვის რომ მისი დამსახურებაა, თუ არ მოგვცეს, იტყვის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მეტი არაფერი.

ხელისუფლება თავს იზღვევს. თუ მოგცეს სტატუსი, იტყვის რომ მისი დამსახურებაა, თუ არ მოგვცეს, იტყვის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მეტი არაფერი

ამ მარტივ თამაშს თამაშობს ხელისუფლების პროპაგანდა და ცდილობს ასე გავიდეს ფონს. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სტატუსს მოგვცემენ, არა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ 12 რეკომენდაცია შეასრულა.

სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ დათქმებით. 12 რეკომენდაციებიდან რაც შეუსრულებელი იქნება, ჩათვლიან რომ არ შეგვისრულებია და ისევ დავალებად დაგვიტოვებენ. იმედი მაქვს, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოგვცემს.

პრეზიდენტმა ახლაც თქვა და მანამდე აქვს ნათქვამი, რომ დღეს საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება, იქნება პრორუსულ წისქვილზე წყლის დასხმა ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა