ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი „შავი ლაქაა“ თავდაცვა და უსაფრთხოება - ჩვენი ბიჭები ვაჟკაცები კი არიან, მაგრამ 200 კილომეტრიდან რომ გესვრის რაკეტას, იმას ვაჟკაცობა უნდა ესროლო, მეობა, კაცობა თუ თავდაცვის მინისტრი?!

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ბრძოლა პირწმინდად, 11:0 წააგო - კატა-თაგვობანა უფრო გამძაფრდება. კობახიძემ პროკურატურას დავალება მისცა, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული საქმე გამოიძიეთო და არ გამოვრიცხავ, რომ პროცესი დაიწყოს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტი ახლა სწორ გზაზე დგას და დღეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ვინმეს სწორად წარმოაჩენს, არის არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“, არამედ სალომე ზურაბიშვილი.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მისთვის გუშინ ყველაზე შემზარავი საყურებელი ის იყო, რომ პარლამენტში პრეზიდენტის შესვლის დროს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფეხზე არ ადგნენ.

ამასთან, ელისაშვილმა შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ეს ომი წააგო 10:0“.

„კობახიძეს რომ არ ეწყინოს, 11:0 წააგეს. ეს იცით როგორი ნათქვამია, ტაილანდის ნაკრები რომ თავის გულშემატკივრებს და ტაილანდელებს ეუბნებოდეს, კი გაგვიტანეს გოლები, მაგრამ მოვიგეთო. იმპიჩმენტის პროცედურა მე ხომ არ დავიწყე, ან სალომე ზურაბიშვილმა, არა? დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“. საკონსტიტუციოში გაიმარჯვეს, იმიტომ, რომ თავისი ხალხი ეგულებოდათ და გადმოიტანეს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მცდელობა ჰქონდათ, რომ ვიღაცა დაეშანტაჟებინათ, ვიღაცა გადაებირებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. 100 ხმა არ იყო მათთვის ცოტა და „ქართული ოცნება“ ჩაფლავდა. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ბრძოლა პირწმინდად წააგო. გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის ყველაზე ცუდი რაც იყო გუშინ, ეს იყო ფეხზე რომ არ ადგნენ. პოლიტიკაში ვიქნებით, მედიცინაში თუ აეროკოსმოსურ სფეროში, პირველ რიგში ვართ ადამიანები. ამ შუაგულში, რახან პარლამენტის წევრი ხარ, ადამიანურ რაღაცებზე უარს რომ ამბობ, ძალიან გულდასაწყვეტია“, - განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ დააფიქსირა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრის დროს პასუხი „არა“, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს შარს დებს და პრეზიდენტს რეალურად, არაფერი დაურღვევია.

„არაფერი დიდი არ დაუშავებია. მე, რომ ვხედავდე, რომ „ქართული ოცნება“ მართლა კონსტიტუციაზე და კანონზე დარდობს, მაშინ იცოცხლე, ავდგებოდი და მეც დავუჭერდი მხარს. მე პროფესიით იურისტი არ ვარ და ჩემთვის ძალიან რთულია იურიდიული ხუჭუჭების აღქმა, მაგრამ მე ვხედავ, რომ სალომე ზურაბიშვილს შარს დებდნენ და იქ რეალური დარღვევა არაფერი არ იყო. რაზე წავიდა? საყიდლებზე, დისკოთეკაზე თუ ბაზრობაზე მანქანის საყიდლად გერმანიაში? მაგიტომ ხომ არ წავიდა, არა? წავიდა მაკრონთან შესახვედრად და რაზე შეხვდა მაკრონს? იმაზე, რომ არიქა, საქართველოს სტატუსი მიეცითო,“ - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

ელისაშვილის განცხადებით, არ სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს და აცხადებს, რომ „უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ მეტი სალაპარაკო არაფერი აქვს“.

„ქართული ოცნება“ ნებისმიერ თემაზე საუბარს იწყებს, „ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა“... გუშინ რატომ მოვუგეთ მთელმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“, იცით? იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობდა. „ნაცმოძრაობა“ რომ 1 წელი გაჩერდეს და მისი მედიები რეალურ დღის წესრიგზე გადმოერთონ, ნახეთ რას ვუზამთ „ქართულ ოცნებას“ - საქმესაც გავაკეთებინებთ და ხელისუფლებიდანაც გავუშვებთ,“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ოპოზიციას - როგორც ელისაშვილმა განაცხადა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში კენჭისყრის დროს ის ოპოზიციონერები არ იყვნენ, ვისაც საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა. ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი პარტიის გადაბირების მცდელობა არ ყოფილა.

„სხდომათა დარბაზში არ იყვნენ ის ოპოზიციონერები, ვისაც საკუთარი თავისი იმედი არ ჰქონდათ და ვისაც შეიძლება, შემთხვევით ხელი გაჰქცეოდათ და მწვანისთვის მიეჭირათ. არ ვაპირებდი კენჭისყრის დროს შესვლას. გავიგე სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, მაგრამ არა ვარ პატარა ბიჭი, დიდი ბიჭი ვარ და მე თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებებს, ყველასთან დიდი ბოდიში,“ - განაცხადა მან.

მან გადაცემაში ასევე თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქვეყანას თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით ყველზე დიდი ჩაფლავება გვაქვს“.

„ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი „შავი ლაქა“ არის თავდაცვა და უსაფრთხოება. პრინციპში, მოშლილია. რა თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, როდესაც რუსებს როგორც მოეპრიანებათ, ისე წაავლებენ შუაგულ საქართველოში ხალხს ხელს, ცხინვალში წაიყვანენ, მერე ფულს წაგვართმევენ და გამოუშვებენ. ზოგს შეურაცხყოფას აყენებენ, ზოგს კლავენ. „ქართული ოცნებისთვის“ თავდაცვა, ჯარი არის ნაბოლარა, რომელსაც ყურადღებას არ აქვს და ის არის მარტო სოციალური პროექტი, რომელსაც მარტო ხელფასები უნდა მისცენ და მორჩა.

დაინგრა მსოფლიო ჩვენს გარშემო, ყველმა ერთმანეთს გაუხსნა ცეცხლი და ახლა ძლივს ამოღერღა თავდაცვის სამინისტრომ, რომ თანხას გამოყოფს შეიარაღების შესყიდვისთვის. შეიარაღება არ უყიდიათ არც ერთი ცალი, რაც ხელისუფლებაში არიან. არც სჯერათ ამ ჯარის. არ სჯერათ, რომ ვინმეს წინააღმდეგობას გაუწევენ. მაგას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ მე ვამბობ ხმამაღლა, რასაც ისინი ფიქრობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენს ჯარს არავისთვის წინააღმდეგობის გაწევის შნო არ აქვს და ამიტომაა ასე. არა რეზერვი, არა ტერიტორიული თავდაცვა, არა შეიარაღება. ჩვენი ბიჭები ძალიან ვაჟკაცები კი არიან, გულიანები და პროფესიონალები, მაგრამ მუშტი-კრივში კი არ გადიან. 200 კილომეტრიდან რომ გესვრის რაკეტას, იმას ვაჟკაცობა უნდა ესროლო, მეობა, კაცობა თუ თავდაცვის მინისტრი?!“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა