ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობაზე განაცხადი გოგა კიკილაშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე შეიტანა და იმპიჩმენტის მის კანდიდატურასთან დაკავშირება, „ცარიელი სპეკულაციაა“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობაზე განაცხადი გოგა კიკილაშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე შეიტანა და შესაბამისად, „იმპიჩმენტის მის კანდიდატურასთან დაკავშირება, ცარიელი სპეკულაციაა“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანას ლეგიტიმურად დაკომპლექტებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჰყავს და ამის თაობაზე რეკომენდაცია შესრულებულია.

„ფაქტი ჯიუტია - 5 არამოსამართლე წევრი არჩეულია. რადიკალური ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველსაც უწუნებდნენ ლეგიტიმაციას, თუმცა, ქვეყანას ლეგიტიმური სახალხო დამცველი ჰყავს. ასევე ქვეყანას ლეგიტიმურად დაკომპლექტებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჰყავს. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შვილის არჩევას - ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვქონდა. მან საბუთები შემოიტანა ბევრად ადრე, ვიდრე იმპიჩმენტის პროცედურა აღიძვრებოდა, შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცედურის მის კანდიდატურასთან დაკავშირება, ცარიელი სპეკულაციაა. რაც შეეხება იმას, რომ მისი არჩევა დროში დაემთხვა, ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა - გიორგი სოსიაშვილი არჩეულ იქნა გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად. დაგვემატა ერთი წევრი და ამან გახადა შესაძლებელი 90 ხმის მოგროვება. რეკომენდაცია შესრულებულია. რეკომენდაცია იყო 90 ხმით საბჭოს წევრების არჩევა და ეს შესრულებულია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია. ამით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5-ვე არამოსამართლე წევრის ვაკანსია შეივსო.

აღსანიშნავია, რომ გოგა კიკილაშვილის მამა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია, რის გამოც გაკეთდა შეფასებები, რომ კიკილაშვილი საბჭოს წევრად არჩევა მის ნათესაურ კავშირსა და იმპიჩმენტის პროცედურას უკავშირდება. საკითხზე განმარტება გააკეთა თავად გოგა კიკილაშვილმა და განაცხადა, რომ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია არასწორ მონაცემებს შეიცავს და მის პროფესიულ და პიროვნულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მისივე განმარტებით, ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი არჩევა დაუკავშირდეს არა მის პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის