ირაკლი კობახიძე - გუშინ, თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც „პავლიკ მოროზოვი“, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე - მას არც ქარიზმა აქვს, არც პოპულარობა

გუშინ, სინამდვილეში, ამ თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც "პავლიკ მოროზოვი", რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდებასა და მისი გამოსვლის შინაარს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი კვლავ წავიდა ვიზიტით, საკუთარი ხარჯით, ეს იქნება კონსტიტუციის მორიგი უხეში დარღვევა.

„იმპიჩმენტმა რა მოიტანა? პირველ რიგში, დადგინდა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, რაც მნიშვნელოვანია ასევე პრევენციული თვალსაზრისით. ჩვენ ვიხილეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ასევე, ყველამ ვნახეთ, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. გუშინდელი დღიდან სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად. ის რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად. დაახლოებით 50-მა „ნაციონალმა“ „აირჩია“ ის გუშინ პრეზიდენტად. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი. რატომ არ აფინანსებდა ის ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება ამ წლის განმავლობაში, მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორ კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის წამოწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად.

რაც შეეხება მის გამოსვლას, მისი გამოსვლის ტექსტი იყო არამარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართ, არამედ შეიცავდა ისეთ პასაჟებს, რომლებიც გადიოდა ზრდილობის ზღვარს მიღმა და განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას და ყველაზე საინტერესო რა იყო, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე დღის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი. "პავლიკ მოროზოვის" ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და კითხულობდა ამას. გუშინ, სინამდვილეში, ამ თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც "პავლიკ მოროზოვი", რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე. თუ კვლავ წავიდა ვიზიტით, საკუთარი ხარჯებით, ეს იქნება კონსტიტუციის მორიგი უხეში დარღვევა. კონსტიტუციაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც ისჯება კანონით და კანონში არსებითად იგულისხმება სისხლის სამართლის კანონიც. რაც შეეხება კვალიფიკაციის მინიჭებას კონკრეტული ქმედებისთვის, ეს არის პროკურატურის საქმე. რაც შეეხება მის გაერთიანებას რომელიმე პარტიასთან, სალომე ზურაბიშვილი უკვე ოპოზიციის გვერდითაა. წინასაარჩევნოდაც ფორმალურადაც თუ გადაინაცვლებს და შეუერთდება თუ არა რომელიმეს არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ. ის დამოუკიდებლად არ მოქმედებს. შეიძლება ამაზეც შეთანხმდნენ, ერთიანი პარტიით, ვიღაცასთან ერთად გავიდნენ არჩევნებზე.

თუმცა, თქვენ იცით, მას არც ქარიზმა აქვს, არც პოპულარობა. სადაც აქვს მას მხარდაჭერა ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის გარკვეული ნაწილი, მას დამოუკიდებლად კამპანიის წარმოების საშუალება არ აქვს. ვინც „ნაციონალია“, მაინც „ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემს ხმას. ის შეიძლება გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“, პირობითად, პირველი ნომერი, მაგრამ აქაც მხოლოდ დააკლებს მას და ვერაფერს მოუმატებს. თქვენ გახსოვთ რამხელა პრობლემები გადაგვხდა თავს არჩევნებში, ვიდრე ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილს „ოცნების“ ლიდერები არ ჩაენაცვლნენ, მანამდე ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ. ასეთი ალიანსი გახარიასთან ან ვინმე სხვასთან რამდენად წარმატებული იქნება, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა