საია-ს თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ეს შეიძლება გამოყენებული იყოს კონკრეტული მედიასაშუალებების დასასჯელად

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და ამ პროცესის მიზანი პოლიტიკური იყო. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამწვავდეს.

„იმპიჩმენტის პროცესის დაწყება დაემთხვა იმ დროს, როდესაც ჩვენ ველოდებით იმას, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მიისწრაფვის იმისკენ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, მიიღოს სტატუსი და ა.შ. ამ პროცესის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურები ისე, რომ ჩვენი შეფასებით, არც სამართლებრივი არგუმენტები იყო საკმარისი იმპიჩმენტის პროცედურების განსახორციელებლად და არც პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნაწილში იყო მყარად „ქართული ოცნება“. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი 100 ხმა და ეს გამოჩნდა კიდეც გუშინდელ კენჭისყრაზე. მათ იმპიჩმენტის პროცედურების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს. ჩნდება კითხვა, მაშინ რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს? ამ ყველაფერს შესაძლოა, ჰქონდა პოლიტიკური მიზნები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად იმპიჩმენტის პროცედურები მორჩა და ამ საკითხზე ხელახლა იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება, რაც უკვე მოხდა, ამას აქვს გარკვეული შედეგები. ეს შეიძლება იყოს თუნდაც ის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამწვავდა, რაც 12 პუნქტიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის საწინააღმდეგო ქმედებებია“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

გარდა ამისა, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა საკმარისად დასაბუთებული არ არის.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებისთვის სამართლებრივი საფუძვლები საკმარისი არ იყო. ჩვენი არგუმენტი იყო ის, რომ ქმედებები, რასაც ედავებოდნენ პრეზიდენტს, ეხებოდა იმ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას ისედაც გაცხადებული აქვს“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ამასთან, მან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა, რომელსაც პარლამენტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ნონა ქურდოვანიძის თქმით, იცვლება ის, რომ სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარება ამ საკითხების გადაწყვეტა.

„აქამდე თუ ეს რჩებოდა მედია ორგანიზაციების თვითრეგულირების მექანიზმების ფარგლებში, ახლა ეს უარესდება და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცევა, მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტი შეიძლება გახდეს ეს საკითხები გასაჩივრების შემთხვევაში. მათი გადაწყვეტილებები ბოლო წლებში არის პრობლემური და საკამათო. ეს შეიძლება გამოყენებული იყოს კონკრეტული მედიასაშუალებების დასასჯელად“,-განაცხადა ქურდოვანიძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ