ანა ნაცვლიშვილი - ირაკლი კობახიძეა „ქართული ოცნების“ მარცხის მთავარსარდალი - საბჭოთა პერიოდში აძლევდა პარტიის თავმჯდომარე დავალებას, ვის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება, ეს ადამიანი წარმოსახვაში საბჭოთა ქვეყანაში ცხოვრობს

პროკურატურას სძინავს, რადგან ინსტიტუციური თავმოყვარეობაც არ აქვს. მე რომ ვიყო მთავარი პროკურორი, მივუჩენდი საკუთარ ადგილს ირაკლი კობახიძეს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით, რომელშიც სამართლებრივ საკითხებზე მიანიშნებდა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ირაკლი კობახიძეს არავინ ეკითხება, თუ რას გააკეთებს პროკურატურა, რადგან სწორედ კონსტიტუციით პროკურატურა აპოლიტიკური უწყებაა.

„ეს აბსოლუტურად აბსურდია, უბრალოდ გამეცინა განცხადება რომ წავიკითხე, საბჭოთა პერიოდი იყო, როდესაც პარტიის თავმჯდომარე დავალებას იძლეოდა, თუ ვის წინააღმდეგ უნდა დაეწყო გამოძიება პროკურატურას. ეს საბჭოთა სახელმწიფოში ხდება, ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი ტიპის განცხადებას და პარტიის თავმჯდომარის ჩარევას დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობაში არავინ აპატიებს. პროკურატურას სძინავს იმიტომ, რომ ინსტიტუციური თავმოყვარეობაც არ აქვთ. მე რომ ვიყო მთავარი პროკურორი, მივუჩენდი საკუთარ ადგილს ირაკლი კობახიძეს. დაუშვებელია, ასეთი რამ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება მოხდეს. ვინ ეკითხება პარტიის თავმჯდომარეს, მაგრამ ეს ადამიანი თავის წარმოსახვაში საბჭოთა ქვეყანაში ცხოვრობს, იქ არის, საბჭოთა კონსტიტუციით ხელმძღვანელობს“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, პირიქით, პრეზიდენტმა უნდა გააგრძელოს 78-ე მუხლით ხელმძღვანელობა, გააგრძელოს კონსტიტუციის დაცვა და შეასრულოს კონსტიტუციური დავალება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თვის შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, ის, რომ ვერ განხორციელდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი, „ქართული ოცნების“ მარცხი იყო.

„ეს იყო „ქართული ოცნების“ ცალსახა მარცხი, რაზეც პასუხისმგებლობა, ისევ და ისევს, კობახიძეს ეკისრება, რადგან მან ჩახლართა ეს სქემა, მან გახვია პარტიის სხვა წევრებიც, მაგრამ ამ მარცხის მთავარსარდალი არის კობახიძე“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ ინიციატივაზე, რაც ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივ მუშაობას ეხებოდა.

„კანდიდატის სტატუსის ირგვლივ სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი ინიციატივა იყო ის, რომ მას დაეკომპლექტებინა ფართო შემადგენლობის პოლიტიკური დელეგაცია, რომელსაც თავად უხელმძღვანელებდა. დელეგაციაში შევიდოდნენ „ქართული ოცნების“ლიდერები და ასევე ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს შემოგვთავაზა. მან გვკითხა, ხომ არ ჩავშლიდით ამ პროექტს კანდიდატის სტატუსის საადვოკაციოდ ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში სიარულს, თუ „ქართული ოცნება" ჩაერთვებოდა. „ქართული ოცნების“ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იცით, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვუთხარით, რომ ოღონდ საქართველოს ევროპული გზა არ შეფერხდეს, ოღონდ ჩვენ წინ, ევროპისკენ ვიაროთ და მაკა ბოჭორიშვილი კი არა, თუ გინდა ირაკლი კობახიძეც ჩასვი ამ დელეგაციაში, ოღონდ ჩვენ ჩავიდეთ იქ და გავაკეთოთ საქართველოს ევროპული საქმე. პროექტი ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ“. ზურაბიშვილს ოპოზიციისგან თანხმობა ჰქონდა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა