ზვიად ქორიძე - „ქართული ოცნების“ მიზანია შექმნას ჩარჩო, რომელსაც კარგად გამოიყენებს მედიის დასჯისთვის - ხელისუფლებას უნდა მორიგ ჯერზე ავნოს ევროინტეგრაციის პროცესს, რაღაც კიდევ უნდა გააფუჭოს

“მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება დღის წესრიგში დადგა იმიტომ, რომ ხელისუფლებას უნდა მორიგ ჯერზე ავნოს ევროინტეგრაციის პროცესს, უნდა კიდევ რაღაც გააფუჭოს, კიდევ უფრო დააზარალოს ჩვენი სახელმწიფო,- ამის შესახებ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

როგორც ქორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, კანონი არა მხოლოდ მედიას, არამედ ყველა მომხმარებელს დააზარალებს.

„ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. დღის წესრიგში დადგა იმიტომ, რომ ხელისუფლებას უნდა მორიგ ჯერზე ავნოს ევროინტეგრაციის პროცესს. რაღაც კიდევ უნდა გააფუჭოს, კიდევ უფრო დააზარალოს ჩვენი სახელმწიფოსთვის.

სხვათა შორის, ეს არ შედის 12 რეკომენდაციაში, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროინტეგრაციის პროცესში, რომ ქვეყანაში მინიმალიზირებული იყოს სიძულვილის ენა და მეტიც, საზოგადოებაში სიძულვილის ენა არ იყოს აპრობირებული მეთოდი, რომ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს ადამიანები გაუსწორდნენ ამ მეთოდებით და, რა თქმა უნდა, ეს ენა არ უნდა შემოვიდეს მედიაში”,- განაცხადა ქორიძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ “მაუწყებლის შესახებ“ კანონი რეგულირების სფეროში გადმოიტანა და თქვა, თუ მედიაში სიძულვილის ენის კულტივირება მოხდება, კომუნიკაციების კომისიამ უნდა იმსჯელოს თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილებებზე.

მისივე თქმით, ხელისუფლება იგონებს სქემას, რომ ევროკავშირს თავი მოაჩვენოს, თითქოს სიძულვილის ენის რეგულირებას იწყებს.

„როდესაც კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის ხარისხი ასეთი დაბალია, არ მგონია საზოგადოებას მაღალი ნდობის მაჩვენებელი ჰქონდეს,ზოგადად მარეგულირებელი კომისიების დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით.

როდესაც მარეგულირებელი კომისია ჯიბეში უზის ხელისუფლებას, როდესაც მთლიანად კონტროლირებადი და „კლანის“ მიერ მართულია სასამართლო სისტემა, ამ დროს ხელისუფლება იგონებს სქემას, რომ ევროკავშირს თავი მოაჩვენოს - „ნახეთ მე რა კარგი ვარ. ვიწყებ სიძულვილის ენის რეგულირებას, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია სიძულვილის ენა“, - განაცხადა ქორიძემ.

კითხვაზე, რა რისკებს ხედავს კანონში სიტყვა „უხამსობის“ ჩასმაში, პასუხობს, რომ ხელისუფლების, უმრავლესობის, პირადად ბიძინა ივანიშვილის, ყველას ინტერესია, რომ ეს ჩანაწერი გამოიყენონ მედიაზე ზემოქმედებისთვის.

„ჩვენ ეთიკის ნორმების დარღვევაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ სანქცირებაზე ვსაუბრობთ. ეთიკა საერთოდ არ აწუხებს, არც კანონმდებელს, არც კომუნიკაციების კომისიას. მათი მიზანია შექმნან ისეთი ჩარჩო, რომელსაც კარგად გამოიყენებენ მედიის დასჯისთვის“,- განაცხადა ქორიძემ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ „ურცხვად და საზოგადოების ნების უგულებელყოფით“ მიიღო ისეთი კანონი, რომელიც დამაზიანებელია ქართული დემოკრატიული პროცესისთვის და ევროინტეგრაციისთვის.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა